გარეთ ბეილი: ზიდანთან ფინალის შემდეგ არ მისაუბრია

ვიცოდი რომ საკუთარი თავისთვის და რეალისთვის უნდა დამემტკიცებინა, რომ გუნდისთვის კვლავ მნიშვნელოვანი ფიგურა ვიყავი.

მადრიდის რეალის ნახევარმცველმა, გარეთ ბეილმა ზინედინ ზიდანთან ურთიერთობაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ფრანგმა იგი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლივერპულის წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

 

„ამის შესახებ ზიდანს ჩემთვის არაფერი უთქვამს. აღნიშნულ თემაზე ჩვენ დღემდე არ გვისაუბრია.

 

ზიზუსთან კარგი ურთიერთობა მქონდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ვმეგობრობდით. ერთმანეთთან მხოლოდ პროფესიონალური დამოკიდებულება გვაკავშირებდა და არაფერი სხვა.“-განაცხადა ბეილმა.

 

29 წლის ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ფინალში სათადარიგოთა სკამზე იყო და თამაშში ჩართვის შემდეგ მეტოქეს 2 გოლი გაუტანა.

 

„ლივერპულის კარში გატანილი გოლი ბევრჯერ ვნახე. საკუთარი თავისთვის და რეალისთვის უნდა დამემტკიცებინა, რომ გუნდისთვის კვლავ მნიშვნელოვანი ფიგურა ვიყავი.

 

თუ ფინალში თამაშობ, სახლში წასვლა ნებისმიერ შემთხვევაში თასთან ერთად გსურს. ასე ვიყავი მეც.

 

იმედგაცურებული ვიყავი, რადგან ტრავმის შემდეგ ფორმა მალევე დავიბრუნე და მეგონა თამაშს ძირითად შემადგენლობაში დავიწყებდი, თუმცა სამწუხაროდ ასე არ მოხდა.“-განაცხადა მადრიდელთა მე-11 ნომერმა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.