რონალდუ ხამესს ეპატიჟება

კრიშტიანუ რონალდუ იუვენტუსს სატრანსფერო ამბებშიც ეხმარება 

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ხამეს როდრიგესზე არაერთი ცნობა გავრცელდა. უცხოელი ტაბლოიდები მის სახელს რამდენიმე გრანდს უკავშირებენ.

 

არახალია, რომ კოლუმბიელის მსურველთა რიგებში ტურინის იუვენტუსიცაა. მეტიც, როგორც Calcio იუწყება, ფეხბურთელს პირადად კრიშტიანუ რონალდუმ დაურეკა და ამ თემაზე ესაუბრა. როგორც იტალიური წყარო გვამცნობს, მე-7 ნომერს ძალიან უნდა, რომ როდრიგესი მალე ბიანკონერის მაისურით იხილოს.

 

რაც შეეხება თავად ფეხბურთელის ამჟამინდელ სიტუაციას, ხამესი რეალიდან ბაიერნში 2 წლიანი იჯარითაა გადასული და გერმანელებს მისი გამოსყიდვა სეზონის ბოლოს 42 მილიონ ევროდ შეეძლებათ. ისიც სათქმელია, რომ თავად ფეხბურთელის განცხადებით იგი რეკორდმაისტერებში დარჩენას არ აპირებს.

 

ცნობისთვის, იუვენტუსის გარდა ხამესის გადაბირება ლონდონის არსენალსა და პსჟ-საც სურთ.