ჩელსის ორიდან ერთის არჩევა შეეძლება 

რეალის ახალი მცდელობა 

მადრიდის რეალი ლონდონის ჩელსის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ედენ აზარის შესაძენად საინტერესო შეთავაზებას უმზადებს.

 

მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუმ სამეფო კლუბი დატოვა, ხოლო აზარმა მუნდიალზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, ედენი ბლანკოსების მთავარი სატრანსფერო სამიზნე გახდა. მიუხედავად რეალის არაერთი მცდელობისა, 28 წლის ფეხბურთელმა იმ კლუბში დარჩენა არჩია, რომელშიც უკვე 6 წელი ჰქონდა გატარებული.

 

ინგლისური მედია საშუალება Daily mail-ის ცნობით, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი მიზნის მისაღწევად ნაცადი მეთოდის გამოყენებას აპირებს. ფლორენტინო პერესი და მისი გუნდი არისტოკრატებს აზარის სანაცვლოდ, ისკოს ან ასენსიოს შესთავაზებენ.

 

მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი სანტიაგო სოლარი, როგორც ჩანს იმედიანადაა განწყობილი და პოსტზე დარჩენას მომავალ სეზონშიც აპირებს. არგენტინელი გუნდის გაძლიერებაზე უკვე ფიქრობს და აზარის ნაცვლად ისკოს დათმობა მის ინტერესებშიცაა.

 

ცოტა ხნის წინ, აზარმა თქვა, რომ მას კარიერული მომავლის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია აპირებს სტემფორდ ბრიჯზე დარჩენას, თუ უპირატესობას ლა ლიგაში თამაშს მიანიჭებს.

 

აზარის კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე 18 თვე რჩებ. თუ ჩელსი ხელშეკრულების გახანგრძლივებას ვერ მოახერხებს, კლუბი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. 

 

ლურჯების მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ თქვა, რომ თუ ფეხბურთელი კლუბის დატოვებას გადაწყვეტს, მაშინ ის მის შეჩერებას არ შეეცდება.

 

ედენი 28 წლისაა. თუ მას წასვლა სურს, ვფიქრობ ეს ახლა უნდა გააკეთოს. იმედი მაქვს, აზარი საპირისპიროდ ფიქრობს და ჩვენთან დარჩენა უნდა. მას აქვს პოტენციალი, რომ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს“.-თქვა იტალიელმა სპეციალისტმა. 

 

აზარი ლურჯებს 2012 წელს შეუერთდა და კლუბთან ერთად 5 ტიტული მოიგო (2 პრემიერლიგა, ლიგის თასი, ასოციაციის თასი და ევროპის ლიგა). ამ სეზონში 28 წლის შემტევს პრემიერლიგის 23 მატჩში 10 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა აქვს, ის არისტოკრატების ისტორიაში მე-10 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მინიმუმ 100 გოლის გატანა მოახერხა (104).




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.