ლოჩოშვილი – გზა სლოვაკეთში

20 წლის მცველი ლუკა ლოჩოშვილი სლოვაკურ ჟილინაში გადავიდა. 

ლოჩოშვილი კიევის დინამოს ეკუთვნის და სლოვაკურ კლუბში იჯარით წლის ბოლომდე ითამაშებს.

 

ჟილინა სლოვაკეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და 12 ქულით ჩამორჩება ლიდერს, ბრატისლავის სლოვანს. ჟილინაში გახლდათ მარცხენა მცველი გიორგი თევზაძე, რომელიც დაახლოებით ორი კვირის წინ საბურთალოს დაუბრუნდა. თევზაძეს სლოვაკეთში კარიერა ვერ აეწყო.

 

ლოჩოშვილი, როგორც იცით, თბილისის დინამოში თამაშობდა. საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები გამოიარა, 21–წლამდელებში ახლაც შეეძლება გამოსვლა.  




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.