ლოჩოშვილი: ჟილინა პროგრესისთვის იდეალური ვარიანტია

მიხარია, რომ მწვრთნელი კარგი თვალით მიყურებს. ტრანსფერის ინიციატორიც სწორედ იგი იყო. პერსონალისგან დიდ ნდობას და ყურადღებას ვგრძნობ, რაც ძალიან მახარებს.

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი კარიერას სლოვაკურ ჟილინაში გააგრძელებს. ამ თემასთან დაკავშირებით Leadersport.ge თავად ფეხბურთელს დაუკავშირდა და კომენტარი ჩამოართვა.

 

„ჟილინაში ერთ წლიანი იჯარით გამოსყიდვის უფლებით გადავედი. მოგეხსენებათ კიევის დინამოს საკუთრებაში ვარ და სლოვაკეთშიც სწორედ უკრაინელებმა გამანათხოვრეს. კლუბის ხელმძღვანელობას უკვე ვესაუბრე. მიხარია, რომ მწვრთნელი კარგი თვალით მიყურებს. ტრანსფერის ინიციატორიც სწორედ იგი იყო. პერსონალისგან დიდ ნდობას და ყურადღებას ვგრძნობ, რაც ძალიან მახარებს.

 

იყო კიდევ რამდენიმე ვარიანტი, თუმცა ჩემი განვითარებისთვის ყველაზე კარგი სწორედ ჟილინაში გადასვლა იყო და ეს ვარიანტიც ხელიდან აღარ გავუშვი. ჟილინა კარგი ევროპული გუნდია დიდი ისტორიით, რომელსაც არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს აღზრდილი. გარდა ამისა კლუბში ინფრასტრუქტურაც მაღალ დონეზეა.

 

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ რომან ფიფიასა და გუგა კაჭახიძეს, რომლებმაც ამ ტრანსფერში დიდი წვლილი დაიდეს.“-განაცხადა 20 წლის მცველმა ჩვენთან საუბრისას.

 

ლოჩოშვილი თბილისის დინამოს აღზრდილია. მას სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში თამაშის საკმაო გამოცდილება აქვს და დღეს 21 წლამდე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.