ახალი შევარდენი რუსული თავით

თბილისის შევარდენს რუსი სერგეი ბულატოვი გაწვრთნის. 

46 წლის ბულატოვს კარგი დებიუტიც გამოუვიდა: დღეს შევარდენმა წლის პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და რუსთავს 2:0 სძლია. ორივე გოლი შოთა ჯიქიამ გაიტანა.

 

ბულატოვი ეკატერინბურგელია. არაერთ რუსულ გუნდში თამაშობდა. ამპლუით თავდამსხმელი იყო და სხვათა შორის, 1995 წელს რუსეთის პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. თამაშობდა ბალტიკაში, კრილიაში, ფაკელში... რამდენიმე გუნდს წვრთნიდა, მათ შორის მოსკოვის არარატში, სახალინში, ურალში, ავანდგარდში...

 

შევარდენმა წინა სეზონის მერე სანახევროდ შეინარჩუნა შემადგენლობა (წავიდნენ გიორგი ნადირაძე, ლექსო კვახაძე, სილასი, ფელიპე, ვალეევი), ახალწვეულებიც ჰყავს: ლატვიელი მეკარე იანის კრუმინსი, სერბი საყრდენი ნემანია ობრენოვიჩი, შემტევი გიორგი მაღალდაძე. კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გასინჯვაზეა.  

 

შეგახსენებთ, შევარდენს შარშან გელა სანაია წვრთნიდა. გუნდი ლიგა 2–ში მეექვსე ადგილზე გავიდა.         




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.