ბითაძის ქებული გარჯა

ბუდუჩნოსტს 6 მოგების წილ 16 მარცხი დაუგროვდა

ევროლიგის რეგულარული გათამაშების მორიგ ტურში, მეტად დასანანი მარცხი იწვნია მონტენეგრულმა ბუდუჩნოსტმა, რომლის ღირსებასაც ჩვენებური გოგა ბითაძე იცავს.

 

19 წლის ქართველი ცენტრი მატჩში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და ჯამში პარკეტზე 26 წუთი დაჰყო, თუმცა მაინც მოასწრო გუნდისთვის 17 ქულა მოეტანა, რასაც 7 დაფარებაც მიაყოლა. მიუხედავად ბითაძის ქებული გარჯისა, ბუდუჩნოსტმა გამარჯვება ხელიდან ბოლო წუთებზე გაუშვა და საბოლოოდ 90:98 დამარცხდა.

 

ბითაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა და ეს, ამერიკელი ნორის კოულის მაჩვენებელთან ერთად, მასპინძელთა რიგებში საუკეთესო შედეგი იყო.

 

ბუდუჩნოსტს 6 მოგების წილ 16 მარცხი დაუგროვდა და კვლავაც ბოლოსწინა. მე-15 ადგილზე რჩება, მომდევნო შეხვედრას კი 22 თებერვალს, ლიტვაში, კაუნასის ჟალგირისთან გამართავს.