ნანტის ჟესტი

ფრანგული გუნდის  პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო

საფრანგეთის საფეხბურთო კლუბ ნანტში ამიერიდან ცხრიანი აღარ იქნება. მიხვდებოდით 9 ნომრიან მაისურზე გვაქვს ლაპარაკი, რომლითაც კარდიფში გადასვლამდე აწ გარდაცვლილი ემილიანო სალა თამაშობდა. 

 

კლუბში, 9 ნომრიანი მაისურის ამოღების შესახებ ნანტის პრეზიდენტმა ვალდემარ კიტამ განაცხადა და ასე მიაგო პატივი ტრაგიკულად დაღუპული არგენტინელი ფეხბურთელის ხსოვნას. 

 

ემილიანო სალა ნანტში 3 წლის მანძილზე თამაშობდა და 133 მატჩში 48 გოლის გატანა მოახერხა. არგენტინელმა ფორვარდმა  კარდიფთან კონტრაქტს ხელი 19 იანვარს მოაწერა, ხოლო ორი დღის შემდეგ მსოფლიო შოკისმომგვრელმა ცნობამ მოიცვა. იმ ტურისტულმა თვითმფრინავმა, რომლითაც სალა საფრანგეთიდან უელსში მიფრინავდა ლა მანშის თავზე კატასტროფა განიცადა.

 

ეჭვგარეშეა, რომ 9 ნომრიანი მაისურის გაუქმება ნანტის მხრიდან ლამაზი და სწორი ჟესტია.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.