NBA-ს მიმოხილვა

NBA-ს მიმოხილვა

მორიგი საინტერესო მატჩები გაიმართა NBA-ში. ფილადელფიამ დენვერ ნაგეთსს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 117-110 დაამარცხა. სათქმელია, რომ მთელი მატჩი თანაბარ ორთაბრძოლაში მიდიოდა, მასპინძლებმა კი გამარჯვების მოპოვება ბოლო მეოთხედში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე შეძლეს. შეხვედრის გამორჩეული მოთამაშე ჯეი ჯეი რედიკი გახლდათ, რომელმაც 34 ქულა, 3 პასი და 3 მოხსნა მოაგროვა.

მორიგი მატჩი მოიგო გოლდენ სტეიტმა, რომელიც ფენიქს სანსს ესტუმრა. შეხვედრა 117-107 დასრულდა. სათქმელია, რომ თავიდან უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ,თუმცა სტეფ კარიმ და კამპანიამ სიტუაცია გამოასწორეს და თამაში მოიგეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე მასპინძელთა ლიდერი კელი ოუბრი იყო. 23 წლის კალათბურთელი გუნდს 25 ქულით, 4 პასით და 12 მოხსნით დაეხმარა.

ასევე საინტერესო გამოდგა მინესოტასა და ნიუ ორლეანის შეხვედრა. მატჩი მასპინძელთა სასარგებლოდ 122-117 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ თანაბარი თამაში მიმდინარეობდა და ბოლო წუთებზე მოპოვებული მცირე უპირატესობის ხარჯზე გამარჯვება სწორედ მინესოტას დარჩა. რაც შეეხება მატჩის საუკეთესო კალათბურთელს, ეს პრიზი სტუმართა ლიდერს ენტონი თოუნსს ხვდა წილად, რომელიც გუნდს 32 ქულით, 3 პასით და 8 მოხსნით დაეხმარა.

საკრამენტომ მაიამი ჰიტი მიიღო და 102-96 დაამარცხა. აღნიშნული შეხვედრაც თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო მეოთხედში მასპინძლებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და გამარჯვება ხელიდან აღარ გაუშვეს. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე საკრამენტოს კალათბურთელი ბადი ჰილდი გახლდათ, რომელმაც 23 ქულას, 1 პასს და 7 მოხსნას მოუყარა თავი.

დანარჩენი თამაშებიდან დეტროიტ პისტონსმა ნიუ იორკ კნიქსს 120-103 მოუგო, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ვაშინგტონ ვიზარდსმა, რომელმაც კლივლენდ კავალიერსს უმასპინძლა და 119-106 დაამარცხა, 106-125 დასრულდა ჩიკაგო ბულზისა და კლივლენდ კავალიერსის დაპირისპირება, ხოლო რაც შეეხება დალას მავერიკსისა და მილოუკ ბაქსის შეხვედრას, მატჩი სტუმართა სასარგებლოდ 122-107 დამთავრდა.