როტერდამში საკონფენსაციოდ

ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია

ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი მესამე წრეში სტეფანოს ციციპასთან დამარცხდა, ქართველმა მეჩოგნემ სოფიაში გადაინაცვლა და საკმაოდ წარმომადგენლობით ტურნირში ჩაერთო, თუმცა წარუმატებლად. ბასილაშვილმა, ყველასათვის მოულოდნელად, პირველივე წრეში მსოფლიოს 180-ე ჩოგანთან გერმანელ ბრანდსთან წააგო.

 

იმედია, ნიკოლოზ ბასილაშვილს სოფიური მარცხი უკვე დავიწყებული აქვს, რადგან სულ მალე, ის როტერდამში გაცილებით პრესტიჟულ ტურნირში ჩაერთვება, რომლის საპრიზო ფონდიც 2 მილიონ ევროზე მეტია. ქართველი ჩოგბურთელი უკვე როტერდამშია და მზადებას ადგილზე განაგრძობს.

 

ამასობაში მისი პირველი მეტოქეც გაირკვა. ჩვენებური პირველ ეტაპზე ანდრეას სეპის დაუპირისპირდება. ქართველი და იტალიელი ჩოგბურთელების ურთიერთშეხვედრების ანგარიში 1:1 არის. 2017 წელს, ლიონში ნიკამ იმარჯვა, ერთი წლის შემდეგ კი ბუდაპეშტის ტურნირზე სეპიმ რევანში აიღო.

 

ბასილაშვილის და სეპის დაპირისპირება 11 თებერვალს არის ჩანიშნული.