რეალმა აზარისთვის ახალ ხერხს მიმართა

რეალი მზადაა აზარის სანაცვლოდ შემტევი დათმოს. 

არახალია, რომ ედენ აზარი რეალის ხელმძღვანელობისთვის ყველაზე სასურველი ფეხბურთელია. უკვე რამდენიმე წელია, რაც ბლანკოსი მის შეძენას ცდილობს, თუმცა როგორც ხედავთ ბელგიელი კვლავ ჩელსისთვის ირჯება. ცნობილია, რომ რეალი ლონდონელთა ლიდერის გადაბირებას ზაფხულშიც შეეცდება.

 

როგორც ესპანურ მედიაში ვკითხულობთ, მადრიდელები ივნისში ახალ ხერხს მიმართავენ. იმ შემთხვევაში, თუ ჩელსის აზარის გაშვების წინააღმდეგი იქნება, მადრიდელები არისტოკრატებს სოლიდურ თანხასთან ერთად ისკოსაც შესთავაზებენ. სათქმელია, რომ რეალში კარგი თავად ფეხბურთელსაც არ უდგას. სანტიაგო სოლარის მისვლის შემდეგ საკმაოდ ცოტა სათამაშო დრო ეძლევა.

 

აქვე გეტყვით, რომ ისკოთი მანჩესტერ სიტი, ტურინის იუვენტუსი და პსჟ-ს არიან დაინტერესებულები. ამ სეზონში ალარკონმა 25 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.