პროგნოზი: ​ჰადერსფილდი-არსენალი

პროგნოზი: ​ჰადერსფილდი-არსენალი

ჰადერსფილდი-არსენალი

დრო: 9 თებერვალი, შაბათი, 19:00 საათი

მსაჯი: ჯონათან მოსი (ინგლისი, 48)

 

სატურნირო მდგომარეობა

ჰადერსფილდი მიმდინარე სეზონში ყველაზე სუსტი გუნდია. 11 ქულის მფლობელ ერთპიროვნულ აუტსაიდერს მხოლოდ 13 გოლი აქვს გატანილი (ყველაზე ცოტა) და 46 გაშვებული.

 

ჰადერსფილდმა, რომელსაც 13-მატჩიანი მოუგებელი სერია (12 წაგება) აქვს, ამ სეზონში მხოლოდ 2 შეხვედრა მოიგო, რაც ყველაზე დაბალი შედეგია. 

 

გუნდს საშინაო კედლებში საშინელი შედეგი აქვს - ზედიზედ 6 წაგება, აქედან სამში მშრალი ანგარიშით.

 

ბოლო, 25-ე ტურში წინა სეზონის დებიუტანტმა გუნდმა ჩელსისთან ითამაშა და 0:5 განადგურდა.

 

რაც შეეხება არსენალს, გუნდი 1 კვირის წინ ჩემპიონთა ლიგის ზონაში იყო, ახლა კი 47 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს. ბურთების შეფარდება - 51:36 (გატანილ გოლებში მესამე შედეგი). გუნდის გოლების თითქმის ნახევარი ორ ფეხბურთელზე პიერ-ემერიკ ობამეინაგზე და ალექსანდერ ლაკაზეტიზე მოდის, რომლებმაც ერთად 24 გოლი გაიტანეს.

 

ლონდონელები ზედიზედ მეორე მატჩს მეტოქის მოედანზე თამაშობენ - წინა შემთხვევაში გუნდი მოქმედ ჩემპიონ მანჩესტერ სიტისთან - 1:3 დამარცხდა.

 

უნაი ემერის გუნდმა წაგებებს მოუხშირა - ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩიდან 3 მარცხი. 

 

 

ურთიერთშეხვედრები

გუნდები პირველად ერთმანეთს 2011 წელს ინგლისის ასოციაციის თასზე შეხვდნენ და მატჩი არსენალის გამარჯვებით - 2:1 დასრულდა, მას შემდეგ კიდევ 3 შეხვედრა შედგა და ყველა მათგანში გამარჯვებული ლონდონური კლუბი გამოვიდა.

 

ბოლო სამი შეხვედრაა არსენალს ჰადერსფილდისგან გოლი არ გაუშვია.

 

სავარაუდო შემადგენლობა

ჰადერსფილდილოსლი, კონგოლო, შინდლერი, ძანკა, სმიტი, მუი, ბაკუნა, ბილინგი, დიაკჰაბი, მუნიე, კაჩუნგა.

მთავარი მწვრთნელი: იან სივერტი (გერმანია).

 

არსენალი: ლენო, ლიხშტაინერი, კოშელნი, მუსტაფი, მონრეალი, სუარესი, ტორეირა, გენდუზი, რემზი, ლაკაზეტი, ობამეინაგი.

მთავარი მწვრთნელი: უნაი ემერი (ესპანეთი).

 

პროგნოზი

უნაი ემერის გუნდის გარშემო მოვლენები ისე განვითარდა, რომ წინა ტურში ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფი არსენალი ახლა ევროზონის მიღმა დარჩა. მის უშუალო კონკურენტებს შედარებით იოლი მატჩები ელით, ამიტომ, მინიმუმ სხვაობის შესანარჩუნებლად გუნდს გამარჯვება სჭირდება. მეზარბაზნეები, დიდი ალბათობით, მეტოქეს იოლად მოუგებენ და მარტივ ქულებს მოიხვეჭენ.

 

არსენალი მოიგებს @1.70

არსენალი მინიმუმ ორბურთიანი უპირატესობით მოიგებს @2.61