გიორგი ნემსაძე: ყველას ავჭალაზე გელით

მომდევნო მატჩს ბორჯღალოსნები თბილისში 17 თებერვალს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ

ბორჯღალოსნებმა 2019 წლის პირველ მატჩში რუმინეთი კლუჟში 18:9 დაამარცხეს და შინ „ანთიმოზ ივერიელის“ თასით ხელდამშვენებული ბრუნდებიან.

 

საქართველოს ნაკრები, რაგბი ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში, გაახალგაზრდავებული გუნდით,  უშუალო კონკურენტს სტუმრად ეთამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. გუნდში სამი დებიუტანტი იყო, რომელთაც ამოცანა წარმატებით გადაჭრეს და გამოცდილ მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდეს.

 

მერაბ შარიქაძის არყოფნაში, ბორჯღალოსნებს გამოცდილმა მორაგბემ გიორგი ნემსაძემ უკაპიტნა. აი, რა თქვა მან მატჩის შემდეგ.

 

„საინტერესო თამაში მოვიგეთ. მაქსიმალურად ვეცადეთ გაგვეხარებინა ის გულშემატკივარი, ვინც ტელევიზორიდან გვადევნებდა თვალს. მათ ერთ კვირაში ექნებათ შანსი, რომ მოედანზე მოვიდნე და იქ დაგვიჭირონ მხარი. გამარჯვებას და თასს მაყურებლის გარეშე აზრი არა აქვს და ყველას გელით „ავჭალაზე“.

 

მომდევნო მატჩს ბორჯღალოსნები თბილისში 17 თებერვალს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ.