პროგნოზი: ტოტენჰემი-ლესტერი

პროგნოზი: ტოტენჰემი-ლესტერი

ტოტენჰემი-ლესტერი 

დრო: 10 თებერვალი, კვირა, 17:30 საათი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი, 33)



სატურნირო მდგომარეობა 


ზედიზედ მოგებული სამი შეხვედრის წყალობით, ტოტენჰემი საჩემპიონო რბოლას დაუბრუნდა. გუნდს ლიდერ ლივერპულთან 8-ქულიანი ჩამორჩენა აქვს, გამარჯვების შემთხვევაში კი სხვაობას ხუთამდე დაიყვანს. ამჟამად ტოტენჰემი 57 ქულას ფლობს და მესამე ადგილს იკავებს. ბურთების სხვაობა -51:24.

ტოტენჰემს ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩიდან 3 მოგება და 2 მარცხი აქვს.

მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა საშინაო კედლებში ბოლო 11 მატჩიდან 9 მოიგო, ორში კი დამარცხდა.

ამ სეზონში ტოტენჰემი ერთადერთი გუნდია, რომელსაც ფრე არ უთამაშია.

წინა ტურში დეზებმა ნიუკასლი მიიღეს და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხეს.

ამ შეხვედრას განსხვავებული სატურნირო მოტივაციით ხვდება ლესტერი, რომელსაც აღარც გავარდნა ემუქრება და ვეღარც ევროპის ლიგისთვის იბრძვის. გუნდმა ბოლო 5 მატჩის მოგება ვერ მოახერხა, აქედან 4 კი წააგო. უკანასკნელი 7 შეხვედრიდან მელიებმა ერთადერთი მოიგეს.

ლესტერი 32 ქულას ფლობს და მე-12 ადგილს იკავებს, გატანილ/გაშვებული გოლების ბალანსი - 30:31.

ლესტერს მეტოქის მოედანზე 3 მატჩიანი მოუგებელი სერია, ბოლო 8 შეხვედრიდან კი მხოლოდ ორი მოგება აქვს.

25-ე ტურში, კლოდ პუელის შეგირდები საშინაო არენაზე მანჩესტერ იუნაიტედთან (0:1) დამარცხდნენ.



ურთიერთშეხვედრები


ამ გუნდების დაპირისპირებები ყოველთვის უხვგოლიანი და ლამაზი საყურებელი გამოდის.

ბოლო 5 მატჩიდან ოთხში გოლის გატანა ორივე გუნდმა შეძლო.

ბოლო ოთხი შეხვედრიდან სამში მინიმუმ სამი ბურთი გავიდა.

ტოტენჰემს საშინაო არენაზე ბოლო ხუთი შეხვედრიდან ლესტერთან მხოლოდ ერთი აქვს წაგებული.

 


სავარაუდო შემადგენლობა: 


ტოტენჰემი: ლორისი, როუზი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, ტრიპიერი, ვინკსი, სისოკო, მოურა, ერიკსენი, ლამელა, სონი.

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო (არგენტინა).

ლესტერი: შმეიხელი, პერეირა, მორგანი, მაგუაირი, ჩილუელი, მენდი, ნდიდი, მედისონი, ტიელმანსი, ბარნსი, ვარდი.

მთავარი მწვრთნელი: კლოდ პუელი (საფრანგეთი). 


პროგნოზი


დელე ალისა და ჰარი კეინის გარეშე, ტოტენჰემი მაინც ძლიერად თამაშობს და მნიშვნელოვანი ქულების მოგროვებას ახერხებს. გუნდის ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ აქვს და ამ მიზნის მისაღწევად ბოლომდე იბრძოლებს.

გუნდების დაპირისპირებათა ისტორია გვაძლევს იმის შესაძლებლობას, ვივარაუდოთ, რომ შეხვედრა უხვგოლიანი უნდა გამოდგეს.

ტოტენჰემი მოიგებს @1.70#mce_temp_url#

მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავა @1.80#mce_temp_url#