დინამო(თბილისი)–შახტიორი(დონეცკი) 5:0 (+VIDEO)

1985 წელს თბილისის დინამო სსრკ ჩემპიონატში მერვე ადგილზე გავიდა. უკვე ვეღარ იყო მქუხარე დინამო, მაგრამ ხანდახან სპექტაკლს აჩვენებდა და აი, ერთ–ერთი იყო 1985 წლის 10 მარტს. ნოდარ ახალკაცის გუნდმა 5:0 სძლია დონეცკის შახტიორს.

ზოგადად, შახტიორი თბილისელებისთვის უხერხული მეტოქე იყო. დონეცკელებს იმ პერიოდში საშუალო გუნდი ჰყავდათ, ცხრილის შუაში ამტავრებდნენ სეზონს და თასზე უფრო მაგრად თამაშობდნენ. დრონი მეფობენო, აბა, ახლა დინამო–შახტარში ასეთ რამეს ვინ წარმოიდგენს...

 

დინამოს შემადგენლობა ამ მატჩში: გაბელია, კეტაშვილი, ჩივაძე, ჭედია, არზიანი, კაკილაშვილი, სვანაძე, სულაქველიძე, მახარაძე (ფრიდონაშვილი  80), შენგელია (ქოჩქიანი 87), ჩქარეული

 

გოლები: 1:0 სულაქველიძე (10), 2:0 კაკილაშვილი (23), 3:0 ჩივაძე (75), 4:0 კაკილაშვილი (86), 5:0 ჩქარეული (87)