პარიზელთა ბანაკში პანიკაა

პირველი მატჩი 12 თებერვალს ოლდ ტრაფორდზე გაიმართება

გადაწყვეტილი ამბავია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ იუნაიტედთან გასამართ ორივე მერვედფინალურ მატჩს ნეიმარი გამოტოვებს. ბრაზილიელი  ფეხბურთელი, რამდენიმე ტურის წინ  საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში დაშავდა. 

 

ისეთი პირი უჩანს, რომ წითელ ეშმაკებთან ვერც პსჟ-ს მეორე ფორვარდი და ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა - ედისონ კავანი ითამაშებს. ურუგვაელმა  ფორვარდმა ბორდოს წინააღმდეგ შეხვედრაში მიიღო ტრავმა, მანჩესტერთან დაპირისპირებამდე 4 დღით ადრე.

 

„გულშემატკივრებისთვის კარგი ამბავი არ გვაქვს. უნდა მოვითმინოთ და ექიმების საბოლოო ვერდიქტს დაველოდოთ. სიმართლე გითხრათ დარწმუნებული არ ვარ შეძლებს თუ ის თამაშს“ - კავანის ტრავმით შეშფოთებულია პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი.

 

ასე რომ, მანჩესტერ იუნაიტედთან მოახლოებულ დაპირისპირებაში ფრანგული გრანდი შესაძლოა ორი დამრტყმელი ძალის გარეშე დარჩეს და მხოლოდ მბაპეს იმედზე იყოს. პირველი მატჩი 12 თებერვალს ოლდ ტრაფორდზე გაიმართება.