ორიდან ერთი

იუვენტუსი დიბალას შემცვლელად ორ კანდიდატს განიხილავს. 

არახალია, რომ პაულო დიბალათი არაერთი გუნდია დაინტერესებული და ზაფხულში შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს. ცნობილია, რომ მისი გადაბირება მადრიდის რეალს, ლივერპულსა და პსჟ-ს სურთ.

 

აქედან გამომდინარე იტალიურმა გრანდმა მისი შემცვლელის ძებნა დაიწყო. Tuttosport-ის ცნობით ტურინელთა მესვეურებმა ორი კანდიდატი აარჩიეს, რომელთაგან ერთ-ერთის შეძენას დიბალას წასვლის შემთხვევაში შეეცდებიან. აღნიშნულ წყაროში ვკითხულობთ, რომ იტალიელებს ხამეს როდრიგესზე და ისკო ალარკონზე აქვთ თვალი დადგმული.

 

ხამესი რეალიდან ბაიერნშია განათხოვრებული და იჯარის ვადა სეზონის ბოლოს იწურება. ცნობილია, რომ ფეხბურთელს მიუნხენელების დატოვება სურს. რაც შეეხება ისკოს, სანტიაგო სოლარის ხელში მას საკმაოდ ცოტა სათამაშო დრო ეძლევა და კლუბიდან წასვლას არ გამორიცხავს.

რაც შეეხება იუვენტუსს, ბებერი ქალბატონი ამ დროისთვის 60 ქულით სერია ა-ს ცხრილის სათავეშია, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში კი ბიანკონერის მეტოქე ატლეტიკო გახლავთ.