კავანის საკითხი გადაწყდა

ურუგვაელ ფორვარდს გამოკვლევა ჩაუტარდა და პასუხიც ცნობილია. 

ედინსონ კავანი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მანჩესტერის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ამის შესახებ Goal.com-იდან ვიგებთ. მოგეხსენებათ ბორდოსთან გამართულ შეხვედრაში მან ტრავმა მიიღო და უცნობი იყო შეძლებდა თუ არა იგი წითელ ეშმაკებთან თამაშს.

 

პსჟ-სა და იუნაიტედს შორის პირველი შეხვედრა 12 თებერვალს ოლდ ტრაფორდზე გაიმართება, განმეორებითი მატჩი კი 7 მარტს პარიზში. რაც შეეხება კავანის, მიმდინარე სეზონში მან 26 შეხვედრა ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.

 

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ გასამართ ორივე შეხვედრაში პსჟ-ს ნეიმარი არ ეყოლება.

 

ცნობისთვის, დიდი იყო იმის შანსი, რომ ზაფხულში კავანის პსჟ დაეტოვებინა, თუმცა როგორც ხედავთ ფეხბურთელი კვლავ პფრანგული გუნდისთვის ირჯება. მისი გადაბირება მადრიდის რეალსა და ლონდონის ჩელსის სურდათ.