კოჭლობით სათადარიგოთა სკამზე

გოგა ბითაძემ ტრავმა მიიღო

სამწუხარო ცნობა მოვიდა ბალკანეთიდან. გოგა ბითაძემ, ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში, სადაც მისი ბუდუჩნოსტი ბელგრადში პარტიზანს ეთამაშებოდა ტრავმა მიიღო და პარკეტი კოჭლობით დატოვა.

 

გოგასთვის უიღბლო მომენტი მაშინ დადგა, როდესაც ის ბურთის მოხსნისთვის იბრძოდა. დახტომისას, ქართველმა კალათბურთელმა ფეხი უხერხულად დადგა და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.  ბითაძემ პარკეტზე ყოფნა სულ 3 წუთი მოასწრო და ამ მცირე დროში 2 ქულის და ამდენივე მოხსნის დაგროვება მოასწრო.

 

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად სერიოზულია გოგა ბითაძის ტრავმა და როდის მოახერხებს თამაშს. ისე კი ბუდუჩნოსტმა პარტიზანთან 67:76 წააგო და ახლა 13 მოგებითა და 6 მარცხით ცხრილში 2-3 ადგილებს სწორედ  ბელგრადულ გუნდთან ინაწილებს.

 

ადრიატიკის ლიგაზე მორიგი მატჩი ბუდუჩნოსტს 4 მარტს შინ ხორვატულ ზადართან ელის და იმედია იმ დროისთვის გოგა ბითაძე სრულ მზადყოფნაში იქნება.