ისკო გამოირიცხა

ისკო ექიმებთნ გაუშვეს

AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის რეალის ნახევარმცველი, ისკო ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩში ტრავმის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს. შეგახსენებთ, რომ სამეფო გუნდი აიაქსს დაუპირისპირდება.

 

ისკოს კუნთი აქვს დაზიანებული და ექიმების განცხადებით არცთუ ისე მცირე ხნით მოუწევს უქმობა. ცნობილია, რომ ესპანელი მოედანს სავარაუდოდ თვის ბოლოს დაუბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ბლანკოსის შუახაზელმა ამავე მიზეზით მადრიდული დერბი გამოტოვა, სადაც რეალმა ატლეტიკო 3:1 დაამარცხა.

 

ისკოს შესახებ ბოლო დროს არაერთი ცნობა ვრცელდება. ფეხბურთელი უკმაყოფილოა იმ სათამაშო დროით, რაც სანტიაგო სოლარის გუნდში ეძლევა და კლუბის დატოვებასაც არ გამორიცხავს. აქვე გეტყვით, რომ მისით მანჩესტერ სიტი და ტურინის იუვენტუსი სერიოზულად არიან დაინტერესებულები.

 

ამ სეზონში 27 წლის ფეხბურთელმა 25 შეხვედრა ჩაატარა და თავი 4 გოლით გამოიჩინა.