დაბრუნება 5 თვის შემდეგ

ქართველმა ფორვარდმა დიდხნიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა

ბელგიის ჩემპიონატის 25-ე ტურში, გენტმა, რომლის ღირსებასაც გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია იცავენ, როიალ ექსსერს უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად 1:2 დამარცხდა.

 

სასიხარულოა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოედანს გიორგი ქვილითაია დაუბრუნდა. მოგეხსენებათ ჩვენებურმა სექტემბერში სანაკრებო ვარჯიშისას უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც ოპერაცია გაიკეთა და სარეაბილიტაციო კურსიც გაიარა. ქართველი ფორვარდი სათადარიგოთა სკამზე იყო და თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო.

 

რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, მას მცირე ტრავმა აქვს და დიდი ალბათობით მომდევნო ტურში ითამაშებს.

 

შეგახსენებთ, რომ ქვილითაია ბელგიურ გუნდს ამ სეზონის დასაწყისში, ვენის რაპიდიდან შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ მან ბელგიელთა მაისურით მოედანზე მხოლოდ 59 წუთი გაატარა, 2 გოლის გატანა მაინც შეძლო.

 

ამ მომენტისთვის გენტს 38 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ქართველების გუნდი სტუმრად ბევერენის წინააღმდეგ ჩაატარებს.