იუბილარი კარგ ფორმაშია (+VIDEO)

სანდრო კობახიძემ ზედიზედ ორ შეხვედრაში მიითვალა გოლი და საგოლე პასი.

 უკრაინული ვორსკლას ქართველი ნახევარმცველი ჯერ სერბულ სპარტაკ სუბოტიცასთან (4:2), მერე კი ყაზახურ შახტიორთან (4:1) გამოირჩა. ოღონდ, ამ ორი გოლიდან ერთი პენალტი იყო.

 

კობახიძემ ორ თვეზე მეტი გამოტოვა ტრავმის გამო. წლეულს დაიწყო თამაში და ფორმაშიც შევიდა.  შეგახსენებთ, შემოდგომაზე ვორსკლა ევროპა ლიგის ჯგუფში გახლდათ და სანდრომ ლონდონის არსენალთანაც ითამაშა. და საქართველოს ნაკრები? ბოლოს 2017 წელს ითამაშა ლატვიასთან 5:0 მოგებულ ამხანაგურში.

 

სხვათა შორის, სანდრო კობახიძე იუბილარია. დღეს 32 წლისა გახდა!

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.