პროგნოზი: მანჩესტერი-პსჟ

პროგნოზი: მანჩესტერი-პსჟ

მანჩესტერი-პსჟ

დრო: 13 თებერვალი, ოთხშაბათი, 00:00 საათი

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია, 43)

 

სატურნირო მდგომარეობა

 

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი სათამაშო კვირის ცენტრალური მატჩი ოლდ ტრაფორდზე შედგება, სადაც ერთმანეთს მანჩესტერ იუნაიტედი და პსჟ დაუპირისპირდებიან.

 

ჩემპიონთა ლიგა

 

მანჩესტერ იუნაიტედმა ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. H ჯგუფის გამარჯვებული ტურინის იუვენტუსი გახდა, რომელმაც 12 ქულა დააგროვა და წითელ ეშმაკებს ორით გაუსწრო. ინგლისელებმა, რომელთაც ჯგუფურ ეტაპზე ჟოზე მოურინიო წვრთნიდა, 7 გოლი გაიტანეს, 4 გაუშვეს, 3 მატჩი მოიგეს და 2 შეხვედრა დათმეს. საპირისპიროდ, პარიზულმა გრანდმა, „სიკვდილის ჯგუფში“ საუკეთესო შედეგი აჩვენა: მხოლოდ ერთი შეხვედრა წააგო (ლივერპულთან), 3 მატჩი მოიგო, 11 ქულა დააგროვა და მთლიანად ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი - 17 გოლი გაიტანა (9 გაშვებული).

 

შიდა ჩემპიონატები

 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ მანჩესტერ იუნაიტედმა მიმდინარე სეზონში ორი სრულიად განსხვავებული გუნდით ითამაშა. პირველ ნახევარში წითლებმა ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გაჭირვებით გააღწიეს, პრემიერლიგაში კი მეცხრე ადგილზე იყვნენ დაქვეითებულნი. მას შემდეგ, რაც ხელმძღვანელობამ „განსაკუთრებული“ დაითხოვა და გუნდში ოლე გუნარ სოლშერი დაბრუნდა, მანჩესტერი ჩემპიონთა ლიგის ზონაში ამაღლდა და თასის 1/8-ფინალშიც გავიდა. პრემიერლიგაში იუნაიტედს 51 ქულა აქვს, მეოთხე ადგილს იკავებს, ჩელსის მინიმალური სხვაობით უსწრებს გატანილ/გაშვებული გოლების ბალანსი კი ასეთი აქვს - 52:35.

 

გადავინაცვლოთ საფრანგეთში, სადაც პსჟ 22 ჩატარებული მატჩის შემდეგ, ლიგა ერთში 59 ქულას ფლობს და ერთპიროვნული ლიდერია. პსჟ-მ ერთადერთხელ, მე-20 ტურში, ლიონთან სტუმრად (1:2) წააგო. პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში გავიდა, ხოლო ლიგის თასიდან გენგამთან საშინაო მარცხით (1:2) გამოვარდა.

 

სათამაშო ფორმა

 

მანჩესტერმა სამმატჩიანი წაგებათა სერია ახალი მწვრთნელის ხელში დაასრულა. გუნდმა 11 მატჩი ჩაატარა, 10 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა. მანჩესტერის ბოლო 5 შეხვედრიდან 4-ში მინიმუმ 3 გოლი გავიდა. 

 

ოლდ ტრაფორდზე წითელი ეშმაკები შესანიშნავად თამაშობენ - 10-მატჩიანი წაუგებელი სერია, აქედან 7 შეხვედრაში მინიმუმ 3 ბურთი გავიდა, რვაჯერ კი მასპინძლებმა 2 გოლი მაინც გაიტანეს.

 

პსჟ-მ ბოლო 27 მატჩიდან მხოლოდ 2 წააგო (ერთი ლიგის თასზე) 21 კი მოიგო.

 

მეტოქის მოედანზე ბოლო 13 მატჩიდან პსჟ-მ ერთადერთი წააგო, 9 კი გამარჯვებით დაასრულა.

 

ბოლო მატჩი


9 თებერვალს მანჩესტერმა პრემიერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ ფულემს სტუმრად - 3:0 მოუგო (პოგბას დუბლი და მარსიალის გოლი).

 

იმავე დღეს პარიზელებმა ბორდო მიიღეს და პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე ედინსონ კავანის მიერ გატანილი პენალტით იმარჯვეს. 

 

 

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდებს შორის პირველი ოფიციალური მატჩი იქნება. 2015 წელს საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე (ამხანაგური ტურნირი) გამართული შეხვედრა ფრანგების გამარჯვებით - 2:0 დასრულდა.

 

იუნაიტედი ფრანგული კლუბების წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 8 შეხვედრაში არ დამარცხებულა, აქედან 6 კი მოიგო. 4-ჯერ მანჩესტერმა ოლდ ტრაფორდზე იმარჯვა.

 

პსჟ-ს ინგლისურ გუნდებთან სტუმრად ჩატარებულ 10 შეხვედრაში ძალიან ცუდი შედეგი აქვს - 1 მოგება, 4 ფრე, 5 მარცხი.

 

დანაკლისი

მანჩესტერ იუნაიტედს უკვე დიდი ხანია დარმიანი, მარკოს როხო, და ანტონიო ვალენსია აკლია, თუმცა სოლშერის გუნდი თავის დაცვას მათ გარეშეც კარგად ახერხებს.

 

პსჟ-ს საკმაოდ დიდი დანაკლისი აქვს, რაც მანჩესტერის ფავორიტობის განმსაზღვრელი ფაქტორიცაა. პარიზელებს უკვე დადასტურებული ინფორმაციით არ ეყოლებიან მთავარი შემტევები ნეიმარი და ედინსონ კავანი, გუნდს ასევე დააკლდება ადრიენ რაბიო და შესაძლოა ვერ ითამაშოს მარკო ვერატიმაც.

 

სავარაუდო შემადგენლობა

მანჩესტერი: დე ხეა (მეკარე); იანგი, ჯონსი, ლინდელოფი, შოუ (მცველები); ერერა, მატიჩი, პოგბა (ნახევარმცველები); მატიჩი, რაშფორდი, მარსიალი (თავდამსხმელები). (4-3-3).

მთავარი მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლშერი (ნორვეგია, 45).

 

პსჟ: ბუფონი (მეკარე); კერერი, კიმპემბე, სილვა, ბერნატი (მცველები); ვერატი, მარკინიოსი (ნახევარმცველები); ალვეში, დრაქსლერი, დი მარია, მბაპე (თავდამსხმელები). (4-2-3-1).

მთავარი მწვრთნელი: ტომას ტუხელი (გერმანია, 45).

 

პროგნოზი

ახალი მწვრთნელის ხელში მანჩესტერი რომ ძალიან კარგად ასპარეზობს, ეს უკვე ყველასთვის ნათელია. პსჟ-ში არსებული ტრავმიანობის გათვალისწინებით, მანჩესტერს საკუთარ სტადიონზე საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის დამარცხება არ უნდა გაუჭირდეს.

 

ორივე გუნდი გახსნილ ფეხბურთს თამაშობს და შეტევას საწყისი წუთებიდანვე შეეცდება, უნდა ველოდოთ, რომ შეხვედრაში მინიმუმ 3 გოლი გავიდეს, მეტოქის კარის აღება კი ორივე გუნდმა შეძლოს.

 

მანჩესტერი მოიგებს @2.42

მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავა @1.72

გოლს ორივე გუნდი გაიტანს @1.60