პროგნოზი: ტოტენჰემი-დორტმუნდი

პროგნოზი: ტოტენჰემი-დორტმუნდი

ტოტენჰემი-დორტმუნდი

დრო: 14 თებერვალი, ხუთშაბათი, 00:00 საათი

მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოსი (ესპანეთი)

 

სატურნირო მდგომარეობა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური სტადიის მეორე სათამაშო დღეს ტოტენჰემი და დორტმუნდი ერთმანეთს ლონდონში, უემბლიზე დაუპირისპირდებიან.

 

ჩემპიონთა ლიგა

ტოტენჰემმა მერვედფინალის საგზური ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, სასწაულებრივად მოიპოვა. გუნდმა თავად ბარსელონასთან ფრე ითამაშა, ინტერმა კი უმოტივაციო პსვ-ს ვერ მოუგო და ურთიერთშეხვედრებისა და ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით, შემდეგ ეტაპზე გავიდა.

 

განსხვავებით დეზებისგან, დორტმუნდს შედარებით იოლი ჯგუფი შეხვდა, სადაც ერთი რეალური კონკურენტი მადრიდის ატლეტიკო ჰყავდა, რომელთან ერთადაც 13 ქულა დააგროვა, თუმცა როხიბლანკო - 4:0 გაანადგურა და პირველი ადგილი დაიკავა. გერმანიის ბუნდელსიგის ლიდერმა 10 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა.

 

შიდა ჩემპიონატები

 

ტოტენჰემი მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის იმ სამუელშია, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის. თუ არ ჩავთვლით დიდი ექვსეულის გუნდებთან წაგებებს, ცხრილის ქვედა ნაწი​ლში მყოფ კლუბებთან ლონდონელებს ქულები არ დაუკარგავთ. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი არა მხოლოდ პრემიერლიგაში, ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში ერთადერთია მიმდინარე სეზონში, რომელსაც ფრე არ უთრამაშია - 20 მოგება, 6 მარცხი. ტოტენჰემს 60 ქულა აქვს, მესამე ადგილს იკავებს და ლიდერ სიტისა და ლივერპულს 5 ქულით ჩამორჩება. გატანილ/გაშვებული გოლები - 54:25.

 

ტოტენჰემი ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში ლონდონურ დერბიში, ჩელსისთან დამარცხდა (ორი მატჩის ჯამში 2:3), ხოლო ასოციაციის თასს კრისტალ პალასთან 1/16-ფიანლში - 0:2 წაგების შემდეგ დაემშვიდობა.

 

რაც შეეხება დორტმუნდს, ეს გუნდი მიმდინარე სეზონში ბაიერნის 6-წლიანი ჰეგემონიის დამხობასთან ძალიან ახლოსაა. ახალგაზრდა, პერსპექტიული და ამავე დროს რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელით დაკომპლექტებული გუნდი, რომელსაც სათავეში ბუნდესლიგის კარგად მცოდნე, გამოცდილი ლუსიენ ფავრი უდგას, 50 ქულით გერმანიის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს. რეკორდმაისტერთან უპირატესობა 5 ქულის ტოლია. ბურთების სხვაობა - 47:24. 15 მოგება, 5 ფრე და ერთადერთი მარცხი დიუსელდორფთან, მე-16 ტურში. გერმანიის თასის მერვედფინალიდან დორტმუნდი ბრემენის ვერდერთან პენალტების სერიაში წაგებული მატჩის შემდეგ გავარდა (3:4).

 

სათამაშო ფორმა

ინგლისის ჩემპიონატში თეთრებმა ზედიზედ 4 მატჩი მოიგეს, ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 7 შეხვედრიდან სამში კი დამარცხდნენ.

 

ტოტენჰემი სახლში ძალიან კარგად თამაშობს - უემბლიზე ბოლო 12 მატჩიდან 10 მოგება. ტოტენჰემის ბოლო 10 საშინაო შეხვედრიდან 6-ში გოლის გატანა მხოლოდ ერთმა გუნდმა შეძლო.

 

დორტმუნდს ყველა ტურნირზე სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, თუმცა ბუნდესლიგაში გუნდს ბოლო 5 შეხვედრა არ წაუგია. ბორუსიას ბოლო 9 მატჩიდან 8-ში გოლი ორივე გუნდმა გაიტანა. სტუმრად დორტმუნდმა ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო.

 

ბოლო მატჩი


ტოტენჰემმა 10 თებერვალს, უემბლიზე, ლესტერს უმასპინძლა და 3:1 მოუგო (სანჩესი, ერიკსენი, სონი/ვარდი).

 

9 თებერვალს, სიგნალ იდუნა პარკზე, დორტმუნდმა ჰოფენჰაიმი მიიღო და 3:3 ეთამაშა. მასპინძლები 75-ე წუთამდე 3:0 იგებდნენ. (სანჩო, გიოტცე, გერეირო/ბელფოდილი დუბლი, კადერაბეკი).

 

 

ურთიერთშეხვედრები

ეს ისტორიაში გუნდების მეშვიდე დაპირისპირებაა.

 

ბოლო 2 წელიწადში გუნდების 4 დაპირისპირება ვიხილეთ. 2016 წელს, ევროპის ლიგის მერვედფინალში ორრაუნდიანი დაირისპირება გერმანულმა კლუბმა მოიგო (5:1), ხოლო წინა სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ტოტენჰემმა ორივე მატჩში გაიმარჯვა (3:1 და 2:1).

 

დანაკლისი

ფეხბურთელები ორივე გუნდის ლაზარეთში იმყოფებიან. უფრო სერიოზულია მასპინძელთა დანაკლისი - მაურისიო პოჩეტინოს დიდი ალბათობით ჰარი კეინისა და დელე ალის გამოყენების შესაძლებლობა არ ექნება, ვერ ითამაშებენ ერიკ ლამელა და ბენ დევისიც.

 

დორტმუნდის ლიდერთაგან მოედანზე მარკო როისი ვერ გამოვა, რომელმაც ტრავმა ვერდერთან სათასო შეხვედრაში მიიღო.

 

სავარაუდო შემადგენლობა

ტოტენჰემი: ლორისი (მეკარე); ვერტონგენი, სანჩესი, ალდერვეირელდი (მცველები); როუზი, ერიკსენი, ვინკსი, სისოკო, ტრიპიერი (ნახევარმცველები); სონი, ლორენტე (თავდამსხმელები). (3-5-2).

მთავარი მწვრთნელი:  მაურისიო პოჩეტინო (არგენტინა, 46).

 

დორტმუნდი: ბიურკი (მეკარე); პიშკეკი, ვეიგლი, დიალო, ჰაკიმი (მცველები); დელანი, ვიტსელი (ნახევარმცველები); სანჩო, გიოტცე, გერეირო, ალკასერი (თავდამსხმელები).

მთავარი მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი (შვეიცარია, 61). (4-2-3-1).

 

პროგნოზი

ამ მატჩში ფავორიტად მასპინძელი გუნდი მიიჩნევა, რომელიც საშინაო კედლებში ძალიან ძლიერია. დიდი ალბათობით, ტოტენჰემი ამ მატჩს მოიგებს, თუმცა მეტოქე იოლად არ დანებდება და უნდა ველოდოთ, რომ გოლის გატანას ორივე გუნდი მოახერხებს.

 

ტოტენჰემი მოიგებს @3.00

გოლს ორივე გუნდი გაიტანს @1.70 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.