რემზი ზაფხულში არსენალს დატოვებს

ტრანსფერი შედგა - წინასწარი კონტრაქტი გაფორმებულია

ლონდონის არსენალის შემტევმა ნახევარმცველმა აარონ რემზიმ ტურინის იუვენტუსთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა.

ინფორმაცია, რომელიც მთელი იანვრის განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა, ოფიციალურად 1 საათის წინ დადასტურდა.

მეთოფეთა რიგებში 11-წლიანი ასპარეზობის შემდეგ, უელსის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ბებერ ქალბატონთან 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ რემზიმ იანვარში ტურინული კლუბის ინიციატივით სამედიცინო შემოწმებაც გაიარა.

საინტერესოა, რომ რემზი, რომელიც იტალიის ბოლო 7 სეზონის ჩემპიონს ზაფხულში შეუერთდება, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბრიტანელი ფეხბურთელი გახდება. უელსელი ყოველკვირეულად 400 ათას ევროს მიიღებს რაც, წლის განმავლობაში დაახლოებით 25 მილიონს უდრის.

რემზი, რომელიც არსენალს 2008 წელს კარდიფიდან 5 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა, ბიანკონერიში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა, მას არსენალთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რემსის შეძენით ევროპის წამყვანი კლუბები, მათ შორის ბარსელონა, მადრიდის რეალი პსჟ, ინტერი და მიუნხენის ბაიერნი იყვნენ დაინტერესებული. უელსელის გადაბირების ყველაზე დიდი შანსი სამეფო კლუბს ჰქონდა, რომელში მოთამაშე გარეთ ბეილმა თანამემამულის გადაბირენა სცადა, თუმცა უშედეგოდ.

კლუბის ხელმძღვანელობამ სექტემბერში კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით რემზის დაყოლიება სცადა, თუმცა მთავარ მწვრთნელ უნაი ემერისთან არსებული უთანხმოების გამო, ფეხბურთელმა უარი განაცხადა.

რემზის არსენალის შემადგენლობაში 259 მატჩი აქვს ჩატარებული და 61 გოლი გატანილი, თუმცა მიმდინარე სეზონში ესპანელმა თავკაცმა 8 ნომერი მეორეხარისხოვან ფიგურად აქცია და მოედანზე გასვლის შესაძლებლობა მხოლოდ 16-ჯერ მისცა.

11 წლის განმავლობაში, რემზიმ არსენალთან ერთად სამჯერ ინგლისის ასოციაციის თასი და ორჯერ ქვეყნის სუპერთასი მოიგო




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.