ესტონეთზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ბილეთების ფასი – 5, 10, 15  და  25  ლარია

საქართველოს  ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თებერვლის თვეში ორ შეხვედრას გამართავს. 

 

21 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები გასვლით მატჩს საბერძნეთში ჩაატარებს, ხოლო 24 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.  

 

საქართველო-ესტონეთის მატჩზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და გულშემატკივრებს მისი შეძენა ონლაინ – TKT.GE-ზე შეუძლიათ.

 

ბილეთების ფასი – 5, 10, 15  და  25  ლარია.

 

24 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველო-ესტონეთის შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.