უეფამ მარცინიაკი ოთახში გაუშვა

რატომ შეიცვალა აიაქსი - რეალის მსაჯი?

ჩემპიონთა ლიგის აიაქსი - რეალის ოთხშაბათის მერვედფინალის არბიტრი შეიცვალა.

 

უეფას გადაწყვეტილებით პოლონელი შიმონ მარცინიაკის ნაცვლად მატჩს სლოვენიელი დამირ სკომინა განსჯის. მიზეზი უეფაში არ დაუკონკრეტებიათ, ოდენ ის დასძინეს, მარცინიაკი ოთახში გადაინაცვლებს და ვიდეო-ასისტენტის ფუნქციებს შეასრულებსო. 

 

შეგახსენებთ, აიაქსი - რეალის პირველი მერვეფინალი ამსტერდამ არენაზე 13 თებერვალს 23.59 საათზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა მადრიდის სანტიაგო ბერნაბეუზე 5 მარტს შედგება. 

 

საინტერესოა, რომ აიაქსს ჯგუფურ ეტაპზე თამაში არ წაუგია, სამი მოგების წილ სამი ფრე დაამსრულა. რეალმა კი სენსაციურად მოსკოვის ცეესკასთან ორივე მატჩი წააგო, თუმც ბოლოს მაინც პირველ ადგილზე დარჩა.