პროგნოზი: ​აიაქსი-რეალი

პროგნოზი: ​აიაქსი-რეალი

​აიაქსი-რეალი

დრო: 14 თებერვალი, ხუთშაბათი, 00:00 საათი

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია, 42)

 

სატურნირო მდგომარეობა

გუნდი, რომელმაც ისტორია შექმნა, ტურნირი ზედიზედ სამჯერ და ბოლო ხუთ წელიწადში 4-ჯერ მოიგო, პლეიოფში გამოსვლას ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლაღ, შემტევ და ხალისიან გუნდთან ასპარეზობით დაიწყებს. მატჩი ამსტერდამ არენაზე შედგება.

 

ჩემპიონთა ლიგა

მერვედფინალამდე გუნდები სხვადსხვა გზით მოვიდნენ. ჰოლანდიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი E ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქე გერმანიისა და საბერძნეთის ჩემპიონები შესაბმისად ბაიერნი და აეკი და ლისაბონის ბენფიკა იყვნენ. ამსტერდამელებმა ჯგუფში გამართულ ყველა შეხვედრაში თავი კარგად წარმოაჩინეს და არცერთი შეხვედრა წაუგიათ, თუმცა მიუნხენელებთან შედარებით ერთით მეტი ფრე ითამაშეს, საბოლოოდ 12 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილი დაიკავეს. აიაქსმა, რომელიც მაღალი შეტევითი პოტენციალით და გახსნილი ფეხბურთით გამოირჩევა, 11 გოლი გაიტანა და 5 გაუშვა.

 

ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა ჯგუფური ეტაპი საკმაოდ უცნაურად ჩაატარა. გუნდი ბოლო ადგილზე გასულ მოსკოვის ცსკა-სთან ორივე შეხვედრაში სუფთა ანგარიშით დამარცხდა (0:1 და 0:3), თუმცა დარჩენილი ოთხივე შეხვედრა მოიგო და დაგროვილი 12 ქულით ლიდერის პოზიცია დაიკავა. ჩემპიონთა ლიგაში მიმდინარე სეზონში რეალის თავკაცობა ხულენ ლოპეტეგიმ დაიწყო და სანტიაგო სოლარიმ გააგრძელა, ორივე მწვრთნელის ხელში ერთად, რეალმა 12 გოლი გაიტანა და 5 გაუშვა.

 

შიდა ჩემპიონატები

ამსტერდამის აიაქსი ჰოლანდიის ჩემპიონი 5 წელია არ გამხდარა, მიმდინარე სეზონში კი დედაქალაქელებს ერედივიზიონის მოგების კარგი შანსი ჰქონდათ. მოქმედ ჩემპიონ და მიმდინარე გათამაშების ლიდერ პსვ-ს ორი ქულით ჩამორჩებოდნენ, მეორე წრეში კი მათთან სათამაშო ჰქონდათ, თუმცა გუნდი ბოლო სამი მატჩიდან ორში დამარცხდა. წაგებაც არის და წაგებაც, აიაქსი ჯერ ფეინოორდთან სტუმრად - 2:6 განადგურდა, ხოლო შემდეგ ჰერაკლესთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა (0:1).

 

21 ტურის შემდეგ, აიაქსი 50 ქულას ფლობს, ეინდჰოვენელებს 6-ით ჩამორჩება. ბურთების შეფარდება კი ძალიან მაღალი აქვს - 72:19 (ყველაზე მეტი გატანილი/ყველაზე ცოტა გაშვებული პსვ-ს შემდეგ).

 

მადრიდის რეალი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ლა ლიგაში მეორე ადგილზე აღზევდა. ეს რამდენიმე დღის წინ, პრინციპულ მადრიდულ დერბიში, ატლეტიკოსთან გამარჯვებით (3:1) იყო გამოწვეული. ამჟამად ბლანკოსებს 45 ქულა აქვთ, ლიდერ ბარსელონას 6-ით ჩამორჩებიან და მათთან სათამაშოც კი აქვთ. სეზონის პირველ ნახევარში ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა ახლა სამეფო გუნდს ჩემპიონობის მცირე შანსი მაინც გაუჩნდა. რეალს ლა ლიგაში ზედიზედ 5 მოგება აქვს, აქედან ოთხ მატჩში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

 

სანტიაგო სოლარის გუნდი წარმატებით ასპარეზობს სამეფო თასზე, სადაც ლოს ბლანკოსი ნახევარფინალშია გასული, პირველ მატჩში კი მოსისხლე მტერ ბარსასთან, ნოუ კამპზე ფრე - 1:1 ითამაშა, რაც დამაკმაყოფილებელი შედეგია.

 

 

სათამაშო ფორმა

ყველა ტურნირზე აიაქსს ბოლო 36 მატჩიდან მხოლოდ 3 აქვს წაგებული.

 

აიაქსის ბოლო 8 მატჩიდან 7-ში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა. 

 

აიაქსის ბოლო 9 შეხვედრიდან 7-ში გოლის გატანა ორივე გუნდმა მოახერხა. 

 

ამსტერდამელებმა უკანასკნელი 10 მატჩიდან 8-ში გოლი პირველებმა გაიტანეს.

 

 

მადრიდელებს 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ.

 

სამეფო კლუბის ბოლო 60-დან ხუთ შეხვედრაში მინიმუმ 3 გოლი გავიდა. 

 

ბოლო 6 მატჩიდან 5-ში, რომელშიც რეალმა მონაწილეობა მიიიღო, გოლის გატანა ორივე მეტოქემ მოახერხა. 

 

ბოლო 5-დან ხუთ შეხვედრაში ანგარიშს რეალი ხსნის.

 

უკანასკნელ ექვს მატჩში რეალმა პირველი ტაიმი გამარჯვებით დაასრულა.

 

ბოლო მატჩი

აიაქსმა ბოლო შეხვედრა 9 თებერვალს, ერედივიზიონში, ჰერაკლესთან სტუმრად ჩაატარა და - 0:1 წააგო.

 

რეალის უკანასკნელი შეხვედრა 9 თებერვალს, მადრიდის ატელტიკოსთან ვანდა მეტროპოლიტანოზე შედგა, სადაც სტუმრებმა - 3:1 იმარჯვეს.

 

 

ურთიერთშეხვედრები

გუნდები ერთმანეთს სულ 8-ჯერ და ყოველ ჯერზე ჩემპიონთა ლიგაში შეხვდნენ - 2-ჯერ აიაქსმა იმარჯვა, 6-ჯერ კი რეალმა.

 

რეალს ბოლო 6 მატჩი მოგებული აქვს, ყველა შემთხვევაში მინიმუმ ორბურთიანი უპირატესობით.

 

გუნდების ბოლო ხუთ დაპირისპირებაში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.

 

8 მატჩიდან 6-ში გოლი ორივე გუნდმა გაიტანა.

 

ბოლო ორი შეხვედრა რეალმა ანალოგიური ანგარიშით - 4:1 მოიგო.

 

დანაკლისი

მასპინძლებს ლისანდრო მაგალანი და ჰასანე ბანდე აკლიათ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ფრენკი დე იონგის არ ყოფნა იქნება, ბარსელონას მიერ შეძენილმა ჰოლანდიელმა ტალანტმა ჰერაკლესთან მატჩში ბარძაყის კუნთის ტკივილის გამო მოედანი დატოვა.

 

სტუმართა ლაზარეთში მარკოს ლორენტე, ხესუს ვალეხო, ლუკა ზიდანი და ისკო ალარკონი არიან, თუმცა ამ უკანასკნელს მთავარი მწვრთნელი მაინც არ ენდობა.

 

სავარაუდო შემადგენლობა

აიაქსი: ონანა (მეკარე), ტალიაფიკო, ბლინდი, დე ლიგტი, მაზრაუი (მცველები), შონე, დე იონგი, ვან დე ბეეკი (ნახევარმცველები), ტადიჩი, დოლბერგი, ზიეჩი (თავდამსხმელები). (4-4-2).

მთავარი მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი (ჰოლანდია, 49). (4-2-3-1).

 

რეალი: კურტუა (მეკარე); კარვახალი, რამოსი, ვარანი, რეგილონი (მცველები); მოდრიჩი, კროოსი, კაზემირო (ნახევარმცველები); ვასკესი, ბენზემა, ვინიციუსი (თავდამსხმელები).()

მთავარი მწვრთნელი: სანტიაგო სოლარი (არგენტინა, 42).

 

პროგნოზი

ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ მადრიდული გრანდი ჩემპიონთა ლიგას ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულებით უდგება. რამდენად ცუდ ფორმაშიც არ უნდა იყოს რეალი, გუნდი ამ ტურნირზე ყოველთვის მაქსიმალური მიზნისთვის იბრძვის.

 

აიაქსი ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც შეტევაზე ორიენტირებულნი არიან, თუმცა მადრიდელები კლასისა და უდიდესი გამოცდილების ხარჯზე დიდი ალბათობით ამ მატჩს მოიგებენ.

 

აიაქსი მოიგებს @1.93

გოლს ორივე გუნდი გაიტანს @1.50 

ურთიერთშეხვედრები