შალვა სუთიაშვილი: მზად ვართ

24 ნოემბერს, მიხეილ მესხზე დიდი სარაგბო ჯახია

საქართველოს ნაკრები რაგბში წლის უკანასკნელი მატჩისთვის ემზადება. მილტონ ჰეიგის გაწრთვნილები 24 ნოემბერს, მიხეილ მესხზე ტონგას დაუპირისპირდება და შეეცდება გულშემატკივარს გაისამდე გამარჯვებით დაემშვიდობოს.

 

გულშემატკივარს კარგ სანახაობას პირდება შალვა სუთიაშვილი:

 

„ძალიან კარგი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა, დღევანდელი ვარჯიშით კმაყოფილები ვართ. ვიცით რა დონის მეტოქეს ვეთამაშებით და ვფიქრობთ, რომ მზად ვართ.

 

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ჩვენს საქომაგოდ იტალიაში ჩამოვიდნენ. „ავჭალაში“ ყველა მსურველმა ვერ მოახერხა მოსვლა, თუმცა ახლა უფრო დიდ სტადიონზე ვთამაშობთ და მაყურებელს კარგ სანახაობას ვპირდებით.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.