ანანიძის სადებიუტო

ჯანომ კრილიაში დაიწყო

რუსეთის პრემიერლიგის ბინადარმა კრილია სოვეტოვმა თურქეთში მიმდინარე შეკრებაზე, დღეს ყაზახურ კლუბ კაისარ ყიზილორდასთან ბოლო ამხანაგური შეხვედრა გამართა და 3:0 იმარჯვა.

 

შეხვედრაში მეორე და რუსული კლუბის რიგებში სადებიუტო გოლი მე-14 წუთზე, საქართველოს ნაკრების შემტევმა ჯანო ანაიძემ გაიტანა. მეკარესთან პირისპირ გასულმა 26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა თანაგუნდელების სამსვლიანი კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაასრულა.

 

ანანიძე კრილია სოვეტოვმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მოსკოვის სპარტაკიდან იჯარით, ზაფხულამდე დაიმატა. სამარელები პრემიერლიგას 2 მარტს, მოქმედ ჩემპიონ მოსკოვის ლოკომოტივთან სტუმრობით დაიწყებს. 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.