ინტერმა იკარდის კაპიტნობა ჩამოართვა

გუნდსა და ფეხბურთელს შორის დაძაბულობამ იმატა

მაურო იკარდი ინტერის კაპიტანი აღარ იქნება. ამის შესახებ გუნდის ტვიტერის გვერდიდან ვიგებთ. ნერაძურის მესვეურებმა კაპიტნის სამკლაური გუნდის მეკარეს, სამირ ჰანდანოვიჩს გადააბარეს.

 

სათქმელია, რომ მილანელთა უფროსებმა ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როცა იკარდის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მოგეხსენებათ იტალიელებმა ფორვარდს განახლებული ხელშეკრულება შესთავაზეს, რაზეც თანხმობა უკვე მიიღეს, თუმცა ჯერ კონტრაქტის დეტალებია დასაზუსტებელი.

 

რაც შეეხება ჰანდანოვიჩს, ინტერს იგი 2012 წლის ზაფხულში უდინეზედან შეუერთდა. გამოცდილმა მეკარემ ინტერის მაისურით სულ 275 მატჩი ჩაატარა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.