ლევან კობიაშვილი - ბევრ კითხვის ნიშანზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სასტუმრო რუმს-ში ჟურნალისტებს შეხვდა. 

კობიაშვილთან ერთად იყვნენ ფედერაციის სხვა მესვეურები: დავით მუჯირი, ალექსანდრე იაშვილი, კახა ჭუმბურიძე, ნიკა ჯღარკავა, ზაზა ზამთარაძე. თუმცა მეწტილად სფფ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა. მან ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.

 

როგორც იცით, 15 თებერვალს სასტუმრო ჰუალინგში ფედერაციის 29-ე ყრილობა გაიმართება. ამ დღეს სფფ პრეზიდენტობის არჩევნები უნდ აგამართულიყო, თუმცა კობიაშვილი ავტომატურად გახდება პრეზიდენტი - მის გარდა, კანდიდატურა არავის წარუდგენია.

 

კითხვა დაისვა, თუ 2015 წელს 3 ოქტომბერს იყო სფფ პრეზიდენტობის არჩევნები, ამჯერად 15 თებერვალს რატომ იმართება. 2019 წლის ნებიმიერ დღეს შეიძლებოდა დანიშნულიყო და კითხვა ასე დაისვა: რატომ "მოიკლო" კობიაშვილმა რვა თვე.

 

კობიაშვილი: "არავითარი მოკლება არაა. 2011 წელს იანვრის ბოლოს გაიმართა არჩევნები. 2015 წელს კი 3 ოქტომბერს. ვინც ამ კითხვებს სვამს, რატომღაც, არ დაინტერესებულა, ოთხი წლის წინ ცხრა თვით გვიან რატომ დაინიშნა არჩევნები. ასე რომ, ყველაფერი წესის მიხედვით ტარდება".      

 

კობიაშვილმა აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა პროფლიგის შექმნა, რომელშიც კლუბები გაწევრიანდებიან, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს პროცესი თავად კლუბებმა უნდა აწარმოონ. ხელოვნურად შექმნა არ ივარგებსო.

 

საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამაზე ჭუმბურიძემაც ისაუბრა. ბოლო პერიოდში არაერთი სტადიონი გაკეთდა, ან გარემონტდა. როგორც ხდება, ფედერაციის დაფინანსებით საფარი იგება, ხოლო დანარჩენს ადგილობრივებმა უნდა მიხედონ.

 

"თუმცა არის განსხვავებებიც. ბათუმისა და ზუგდიდის სტადიონები: ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იმუშაო კეთილსინდისიერად და როგორ - პირიქით. ბათუმის სარბიელის მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ზუგდიდში კი არც არავის ჰკითხეს" - თქვა კობიაშვილმა, რომელმაც დაამატა, წლეულს სამ ქალაქში დასრულდება სტადიონის მოწესრიგებაო: ქუთაისში, რუსთავში, საჩხერეში.

 

ჭუმბურიძე: "როგორც იცით, რეგიონებში მოედნები გავაკეთეთ, შეიქმნა რეგიონის ნაკრებები. ბავშვს არ სჭირდება სხვა რეგიონში ფეხბურთზე სიარული. ეს ახლო მომავალში მოიტანს შედეგს. თუნდაც კახეთი ავიღოთ. ლაგოდეხში აკადემია გაკეთდა. კახეთში ფეხბურთისკენ გამოიხედა ხალხმა".

 

კობიაშვილს ასაკობრივი ნაკრებების გამოსვლაზეც დაუსვეს კითხვა - ხომ არ იგეგმება მწვრთნელთა შეცვლაო. სფფ-ის პრეზიდენტმა თქვა, ზოგადად, ასაკობრივი ნაკრებებისგან მეტს ველოდებოდი და უკმაყოფილო ვარო, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ მწვრთნელთა შეცვლა მუშა პროცესია და დროდადრო იცვლებიან კიდეც წარუმატებლობის გამო.

 

"პირველად შეიქმნა ამ ასაკობრივებში ტექნოლოგიური სისტემა და ნებისმიერ ფეხბურთელზე ბაზაშია შესული მონაცემები. შედეგებით კმაყოფილი არ ვარ და საერთოდ, ნურავის დარჩება შთაბეჭდილება, რომ აქ თვითკმაყოფილები ვსაუბრობთ, მაგრამ ვმუშაობთ გამოსწორებაზე".

 

კობიაშვილს ჰკითხეს, თუ რობერტო მანჩინი არასანაკრებო დღეებში იტალიის ნაკრებისთვის ფეხბურთელებს არჩევს და შეკრებას აწყობს, ვლადიმირ ვაისი ამ მხრივ რატომ არ აქტიურობს და საქართველოში მცირე დროს რატომ ატარებსო. კიდევ, საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეებს არ აკვირდებაო.

 

"მერწმუნეთ, ვაისი საკმაოდ ხშირად ესწრება ეროვნული ლიგის თამაშებს. მუდმივ საქმიან პროცესშია და თუნდაც ლევან ხარაბაძე ავიღოთ, ნაკრებში ჰყავდა გამოძახებული".   

 

კობიაშვილმა თქვა, დაპირებები არ მიყვარს და წინასწარ ვერ გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები უახლოეს ოთხ წელიწადში ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშებს და მსოფლიოზეც, მაგრამ რაც ფედერაციის პრეროგატივაშია, მაქსიმუმს გავიღებთო.  

 

საინტერესო ქართველი ფეხბურთელების ნაკრებში მოწვევაზე. კონკრეტულად, კითხვა დაისვა ჩვენი აზრით ყველაზე პერსპექტიულზე, კიევის დინამოელ გიორგი წიტაიშვილზე. გიორგიმ თავად გამოთქვა საქართველოს სახელით თამაშზე:  

 

"ჩვენ შეხვედრა გვქონდა. თუმცა პრობლემაა ფიფასთან. თუ ფეხბურთელს ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშევი და კონკრეტულად იმ პერიოდში არ ჰქონია საქართველოს პასპორტი (ანუ, ორმაგი მოქალაქეობა), უკვე პრობლემა ხდება. თუმცა ამ საკითხზე ვმუშაობთ. მსგავსი პრობლემაა აკაკი გოგიას, ბექა ვაჩიბერაძისა და ზაურ მახარაძის შემთხვევაში".   

 

ფეხბურთის განვითარების ფონდზე: კობიაშვილმა აღნიშნა, რომ ფონდის ხელმძღვანელთა სამუშაო დასაფასებელია. ჟურნალისტებმა თქვეს რომ კლუბებმა როცა დაინახეს ფონდიდან ფულის მოდინება, თავად არ ხარჯავენ.

 

"გეთანხმებით, რომ პრობლემები არსებობს. სასურველია, რომ უკეთესი რეალობა იყოს და კლუბებს ჰყავდეთ სპონსორები, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ. თუმცა კლუბების ხელმძღვანელებმა თავად უნდა იაქტიურონ".

 

სფფ-ის პრეზიდენტმა თქვა, მიკვირს, რომ გულშემატკივრები კლუბის მესვეურებს არ სთხოვენ პასუხს და წაგებას ან ფედერაციას აბრალებენ, ან მსაჯებსო:

 

"ჰერტა როცა გავარდა, ბერლინელ გულშემატკივრებს გერმანიის ფეხბურთის ფედერაციისთვის არ დაუბრალებიათ".

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.