ბეილს დისკვალიფიკაცია ემუქრება

 ბეილს გოლის აღნიშვნის გამო 12-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება 

ლა ლიგის 23-ე ტურში, მადრიდის რეალი ატლეტიკოს ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. მატჩის ბოლო გოლი გარეთ ბეილის ანგარიშზეა, რომელიც თამაშში 57-ე წუთზე ჩაერთო და მეტოქის კარი 74-ე წუთზე აიღო. სათქმელია, რომ უელსელი გოლის შემდეგ როხიბლანკოს გულშემატკივრებისკენ გაემართა და საკმაოდ გამომწვევად აღნიშნა.

 

AS-ს ინფორმაციით ბეილი ამის გამო შესაძლოა დაისაჯოს. ესპანური წყარო გვამცნობს, რომ სადისციპლინო კომიტეტის წევრები ამ ეპიზოდს განიხილავენ და მეთერთმეტე ნომერი შესაძლოა სამ მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ.

 

აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული გოლი ბეილის მადრიდულ კარიერაში მეასეა. სულ კი ბლანკოსის რიგებში მან 217 შეხვედრა ჩაატარა. ბრიტანელმა შემტევმა ამ სეზონში 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.