ასენსიომ გოლი გარდაცვლილ დედას მიუძღვნა

ესპანელის ემოციური აღნიშვნა 

 

14 თებერვალს, ამსტერდამში, იოჰან კრუიფის სახელობის არენაზე, აიაქსმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში მადრიდის რეალს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

 

გამარჯვების გოლი სამეფო კლუბის მხრიდან მარკო ასენსიომ 87-ე წუთზე გაიტანა.

 

 

23 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაში მის მიერ გატანილი მეხუთე გოლი განსხვავებულად აღნიშნა. ესპანეთის ნაკრების წევრმა კარაქის პურზე წასმის იმიტაცია გააკეთა, რაც შემდეგში ემოციური ფაქტით ახსნა.

 

საქმე იმაშია, რომ ასენსიომ გოლი გარდაცვლილ დედას, მარია გერტრუდას მიუძღვნა, რომელიც ჰოლანდიელი იყო და 2011 წელს, სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა. როგორც ასენსიო ამბობს, ჰოლანდიაში ცხოვრების პერიოდში, დედა მას პურის ნაჭერზე წასმულ კარაქს ხშირად აჭმევდა.

 

 

განმეორებითი შეხვედრა მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუზე, 6 მარტს შედგება.