ატლეტიკოს სიმეONE

მადრიდელთა მწვრთნელმა კონტრაქტი გააგრძელა


დიეგო სიმეონემ მადრიდის ატლეტიკოსთან კონტრაქტი გააგრძელა. წინა ხელშეკრულებით არგენტინელ სპეციალისტს კლუბში 2020 წლის ზაფხულამდე უნდა ემუშავა, თუმც ხელმძღვანელობამ მას კიდევ ორი წლით დარჩენა შესთავაზა. ახალ წინადადებაზე სიმეონეს დიდხანსაც არ უფიქრია - ის ატლეტიკოს 2022 წლამდე გაუძღვება. 

არგენტინელმა ტაქტიკოსმა ატლეტიკო 2011 წელს ჩაიბარა. მან მწვრთნელის პოსტზე გრეგორი მანსანო შეცვალა და პირველი მწვრთნელი გახდა ლა ლიგაში,, ვინც უკვე რვა წელიწადია ფეხმოუცვლელად მუშაობს. 

 

48 წლის არგენტინელი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახლავთ - ის თვეში 3.3 მილიონ ევროს იღებს.

მისი ხელმძღვანელობით მადრიდის ატლეტიკომ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ ევროპა ლიგა, ესპანეთის თასი, სუპერთასი...

მიმდინარე სეზონში სიმეონეს ატლეტიკო ბარსელონასა და რეალის შემდეგ ლა ლიგის მესამე საფეხურზეა. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი მომავალ კვირას იუვენტუსს გაეხიბრება