მესიც პიკესთანაა

დევისის თასის ახალი პროქეტი ბევრ ჩოგბურთელს არ მოსწონს

როგორც ჩანს, ჩოგბურთი ლეო მესისაც ჰყვარებია. ბარსელონას მცველი და მესის თანაგუნდელი ჟერარ პიკე, რომელიც საინვესტიციო ჯგუფის - Kosmos-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია მედიას უმხელს, რომ სამეფო სპორტი კატალონიური გუნდის კაპიტნისთვის და მთავარი დამრტყმელი ძალისთვის - არგენტინელ ფორვარდისთვისაც არ ყოფილა სულერთი.

 

გეცოდინებათ, 2019 წლიდან, ჩოგბურთში უმთავრესი გუნდური ტურნირი - დევისის თასი განახლებული ფორმატით გაიმართება, რომლის მთავარი ინიციატორიც სწორედ Kosmos-ი გახლავთ. პიკემ და მისმა კომპანიამ დევისის თასზე პასუხისმგებლობა 25 წლით აიღეს და ახალ პროქეტში ჯამში 3 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება.

 

„ლეოც ჩვენთან არის. ისიც Kosmos-ის დიდი ოჯახის წევრია. მასაც ჩვენსავით უყვარს ჩოგბურთი. მესისთან უკვე 18 წელია ვმეგობრობ და იდეებს ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუზიარებ. დევისის თასის ახალ პროექტში მესიც მონაწილეობს“ - აღნიშნა პიკემ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.