ხარაბაძე ხუთი და ორი წლის წინ (+VIDEO)

ახლა ბევრნი საუბრობენ ლევან ხარაბაძეზე. 2000 წელს დაბადებული ქართველი მარცხენა მცველი თბილისის დინამოდან შვეიცარიის ციურიხში გადავიდა, დერბიში გრასჰოპერსს გოლი გაუტანა და ევროპა ლიგაზეც ითამაშა ნაპოლისთან.

აქვე წარმოგიდგენთ ხარაბაძის ორ ვიდეოს. 5 წლის წინანდელ გოლს საქართველოს ელიტ-ლიგაში. ეს გადამწყვეტი თამაში იყო: საბურთალო და დინამო იბრძოდნენ ჩემპიონობისთის. დინამომ 2:0 მოიგო, მეორე გოლი ლევანმა გაიტანა. ზოგადად, აღნაგობით ის ყოველთვის გამორჩეული იყო -13-14 წლის ასაკშიც.  

 

 

აქვე, მეორე ვიდეოც. 2017 წლის ბოლოს, 19-წლამდელთა ლიგის ბოლო ტურში. ხარაბაძემ ორი გოლი გაუტანა ცხინვალს და დინამოელებმა 2:0 მოიგეს. ამით ჩემპიონობაც გაინაღდეს.