პროგნოზი: რეალი-ჟირონა

პროგნოზი: რეალი-ჟირონა

 

რეალი-ჟირონა

დრო: 17 თებერვალი, კვირა, 15:30 საათი

მსაჯი: გილერმე კუადრა ფერნანდესი (ესპანეთი)

 

სატურნირო მდგომარეობა

 

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მადრიდის რეალმა ლა ლიგაში მეორე ადგილზე აინაცვლა. ამჟამად გუნდს 45 ქულა აქვს და ლიდერ ბარსელონას 6-ით ჩამორჩება. სანტიაგო სოლარის გუნდმა ამ სეზონში 40 გოლი გაიტანა (მეორე შედეგი ბარსელონას შემდეგ) და 27 გაუშვა. რეალს ყველა ტურნირზე 8-მატჩიანი წაუგებელი სერია (7 მოგება), ბოლო 11 შეხვედრიდან კი 9 მოგება და მხოლოდ 1 მარცხი აქვს. ლა ლიგაში რეალმა ზედიზედ 5 მატჩი მოიგო და ყველა მათგანში მეტოქეს მინიმუმ 2 გოლი გაუტანა.

 

რეალმა ლა ლიგის ბოლო სამ მატჩში მინიმუმ 3 გოლი გაიტანა.

 

რეალს ლა ლიგის ბოლო 6 საშინაო მატჩიდან 5-ში კარი მშრალად აქვს შენახული.

 

ესპანეთის ჩემპიონატში რეალის ბოლო 3 შეხვედრაში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.

 

ბოლო მატჩი რეალმა ჩემპიონთა ლიგაში აიაქსთან სტუმრად ჩაატარა და 2:1 იმარჯვა (ბენზემა, ასენსიო).

 

ჟირონა, რომელსაც ლა ლიგაში დებიუტი წინა სეზონში ჰქონდა და ევროპის ლიგაზე მოხვედრამდე ძალიან ცოტა დააკლდა, ამჟამად მხოლოდ 24 ქულას ფლობს და მე-17 ადგილს იკავებს. კატალონიური კლუბი გასავარდნ ზონას ერთი საფეხურით უსწრებს. გატანილ/გაშვებული გოლების ბალანსი - 23:33.

 

ჟირონა საშინელ ფორმაშია - გუნდს 13-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (8 წაგება), მიჯრით ბოლო 6-ში კი დამარცხდა.

 

ჟირონას ბოლო 11 მატჩიდან 8-ში გოლის გატანა ორივე გუნდმა შეძლო.

 

ჟირონას სტუმრად ჩატარებული ბოლო 7 მატჩიდან არცერთი მოუგია.

 

ლა ლიგის ბოლო სამ შეხვედრაში ჟირონამ ორივე ტაიმი წააგო.

 

ლა ლიგაში ჟირონამ ზედიზედ 4 შეხვედრა წააგო.

 

ჟირონას ლა ლიგის ბოლო სამ მატჩში გოლი არ გაუტანია.

 

ჟირონამ ლა ლიგის ბოლო ოთხ მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაუშვა.

 

ჟირონას მიერ ლა ლიგაში სტუმრად ჩატარებულ ბოლო 3 მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.

 

 

 

ურთიერთშეხვედრები

გუნდები ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ. პირველ მატჩში, 2017 წელს, ჟირონამ 2:1 იმარჯვა. მას შემდეგ, რეალმა ყველა შეხვედრა მინიმუმ 2-ბურთიანი უპირატესობით მოიგო.

 

სავარაუდო შემადგენლობა

რეალი: კურტუა (მეკარე); რეგილონი, რამოსი, ვარანი, კარვახალი (მცველები), კროოსი, კაზემირო, სებალიოსი (ნახევარმცველები) ვინიციუსი, ბენზემა, ვასკესი (თავდამსხმელები). (4-3-3)

მთავარი მწვრთნელი: სანტიაგო სოლარი (არგენტინა).

 

ჟირონა: ბონო (მეკარე); რამალია, ხუანპე, ალკარა (მცველები); პორო, გრანელი, გარსია, პონსი, გარსია (ნახევარმცველები); პორტუ, სტუანი (თავდამსხმელები).

მთავარი მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი (ესპანეთი).

 

პროგნოზი

რეალმა ჩემპიონთა ლიგაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ნახევარი საქმე გააკეთა. ახლა მთავარი მიზანი ლა ლიგაში მინიმუმ მეორე ადგილის დაკავებაა. ჟირონასთან მატჩი გუნდს პოზიციის გამყარებაში დაეხმარება.

 

რეალი მინიმუმ 3-ბურთიანი უპირატესობით მოიგებს @2.41

მატჩში მინიმუმ 4 გოლი გავა @2.00




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.