ჟირუს გადაწყვეტილი აქვს

გამოცდილი თავდამსხმელი პრემიერლიგაში დარჩენას აპირებს

 

ინგლისური გამოცემა metro-ს ინფორმაციით, ლონდონის ჩელსის თავდამსხმელ ოლივიე ჟირუს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და კლუბში დარჩენა სურს.

 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის ფეხბურთელი არისტოკრატების ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებშია ჩართული და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. საფრანგეთის ნაკრების ფორვარდს ლურჯებთან ამჟამინდელი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება, თუმცა შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტში 1 წლით გაგრძელების პუნქტია გათვალისწინებული.

 

აქამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის დამატება ბარსელონას და რამდენიმე აზიურ კლუბს სურდა. ჩინური კლუბი დალიან იფანი მზადაა ჟირუს ყოველწლიური ხელფასის სახით 10 მილიონი ევრო გადაუხადოს.

 

ჟირუ, რომელიც პრემიერლიგაში უკვე მერვე წელია ასპარეზობს, 2017 წლის იანვარში არსენალიდან თანაქალაქურ ჩელსიში გადავიდა, სადაც 47 შეხვედრა ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და ინგლისის ასოციაციის თასი კარიერაში მეოთხედ მოიგო. 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.