მანჩესტერს მყიდველები გამოუჩნდნენ

ბრიტანულ გრანდს მალე შეიძლაბა ახალი მფლობელი ჰყავდეს

მოჰამედ ბინ სელმანს, რომელიც საუდის არაბეთის პრინცია მანჩესტერ იუნაიტედის შეძენა სურს. ცნობილია, რომ პრინცი ბრიტანულ გრანდში 4.9 მილიარდი დოლარის გადახდას აპირებს. ამის შესახებ The Sun-იდან ვიგებთ.

 

მართალია გლეიზერების ოჯახი კლუბის გაყიდვას არ აპირებს, თუმცა ბინ სელმანის შეთავაზებული თანხა საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურება და არავინ იცის როგორ დამთავრდება გარიგება.

 

სათქმელია, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ ფინანსური დასკვნა დადო, რის მიხედვითაც, გაირკვა, რომ მანჩესტერი ყველაზე შემოსავლიან გუნდებში მესამე ადგილზეა. გუნდის მოგება დაახლოებით 666 მილიონ დოლარს შეადგენს.

 

ამ მომენტში გუნდი პრემიერლიგაში 51 ქულით მეოთხე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში კი ბრიტანელები პსჟ-ს ხვდებიან. ამ გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ოლდ ტრაფორდზე გაიმართა და სტუმართა სასარგებლოდ 2:0 დასრულდა, განმეორებითი თამაში კი 7 მარტსაა ჩანიშნული.