სულშერი: სანჩესი კეტჩუპით სავსე ბოთლია

ნორვეგიელმა მწვრთნელმა შეგირდი ორიგინალურად შეაქო

ვინ არის პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელი? ალექსის სანჩესი, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედში არსენალიდან გადმოვიდა და წითელ ეშმაკებში მეორე სეზონს ატარებს. შეიძლება ითქვას, ჩილელმა ფორვარდმა ჯერ მანჩსეტერის ქომაგთა იმედები ვერ გაამართლა. თავად განსაჯეთ - ჩილელ შემტევს ჯამში სულ 4 გოლი აქვს გატანილი. მიმდინარე სეზონში სანჩესი მანჩესტერელთა რიგებში 19-ჯერ გამოჩნდა და თავი მხოლოდ ორი გოლით გამოიჩინა.

 

ამ უქმეებზე პრემიერლიგა არ ყოფილა, გუნდები FA CUP-ის გათამაშებაში მონაწილეობენ, სადაც უკვე მერვედფინალების დროა. მანჩესტერ იუნაიტედი ჩელსის სტუმრობს და არ არის გამორიცხული სანჩესი მოედანზე კვლავ ვიხილოთ, შესაძლოა ოლე გუნარ სულშერმა ის სულაც ძირითად შემადგენლობაში დააყენოს.

 

მანამდე კი ნორვეგიელმა მწვრთნელმა, შეგირდი მეტად ორიგინალურად შეაფასა:

 

„ალექსის სანჩესი სავსე ბოთლს ჰგავს, რომლიდანაც კეტჩუპს ვერ გადმოასხამ, თუმცა ეს ყველაფერი გოლამდე ხდება. კეტჩუპი გროვდება, გროვდება და როდესაც გოლს იტანს, მაშინ ბევრი გადმოედინება“ - ციტირებს სულშერს მანჩესტერელი ჟურნალისტი ბილ რაისი.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.