დიდი სამეული და დანარჩენები

ვის აქვს ყველაზე მეტი შანსი 2019 წელს რომელიმე დიდი სლემი მოიგოს

საჩოგბურთო სეზონი თითქმის ორი თვეა გახურდა და წლის პირველი დიდი სლემის ტურნირიც მოლეულია. ავსტრალიის ღია პირველობა მეშვიდედ მოიგო ნოვაკ ჯოკოვიჩმა.

 

წინ კიდევ სამი მეიჯორია და ყველამ ვიცით თუ ვინ იქნებიან იქ გამარჯვების უმთავრესი ფავორიტები, მაგრამ მოდით ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ თუ როლან გაროსზე, უიმბლდონსა და ამერიკის ღია პირველობაზე ჯოკოვიჩ-ნადალ-ფედერერიდან სამივეს ხელი მოეცარება ვის აქვს ყველაზე მეტი შანსი რომელიმე დიდი სლემი მოიგოს.

 

დომინიკ ტიმი

 

ბოლო პერიოდში, ავსტრიელი ჩოგბურთელის ცხოვრება ბრძოლას გვაგონებს. 2018 წელი მან არასტაბილურად ჩაამთავრა, ხოლო წლეულს ავადმყოფობას ებრძვის.

 

ტიმი გრუნტზე საკმაოდ კარგად გამოიყურება და მისი ერთ-ერთი საყვარელი საფარია. ნადალის შემდეგ, ტიმი თიხაზე ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშედ მიიჩნევა და ამიტომაც, როლან გაროსზე ავსტრიელის შანსები საკმაოდ სოლიდურად მოჩანს. შეგახსენებთ, შარშან მან პარიზში ფინალამდე გააღწია.

 

ნოვაკ ჯოკოვიჩის იდეალურ ფორმაში ყოფნის მიუხედავად, როლან გაროსზე ჩემპიონობის უმთავრესი ფავორიტი რა თქმა უნდა გრუნტის მეფე რაფაელ ნადალია, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ ორივეს სენსაციურად ხელი მოეცარათ, მაშინ დომინიკ ტიმმა ამით უსათუოდ უნდა ისარგებლოს.

 

 

 

ალექსანდრე ზვერევი

 

დიდ  სლემებზე ზვერევი მეტად არასტაბილურად გამოიყურება. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ის საქმეს განგებ ირთულებს.

 

ზვერევი რეიტინგის მესამე ნომერია და ლონდონის შემაჯამებელი ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია. მას არსენალში აქვს ყველაფერი, რაც პროფესიონალმა ჩოგბურთელმა შეიძლება ინატროს.

 

გერმანელი ჩოგბურთელი მეიჯორებზე მეოთხედფინალს იქით არასოდეს წასულა და ეს ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთხელ მოახერხა.

 

2019 წელს, სპეციალისტები მის შანსებს დარჩენილ დიდ სლემებზე მთლად უიმედოდაც არ უყურებენ.

 

 

 

ხუან მარტინ დელ-პოტრო

 

არგენტინელი ჩოგბურთელის ორგანიზმი დიდ დატვირთვებს ვერ უძლებს, მაგრამ ყოველი ტრავმის შემდეგ ის მაღალ დონეზე დაბრუნებას ახერხებს. თუ გადავხედავთ 2018 წელს დელ-პოტროს შედეგებს დიდ სლემებზე, ურიგოსაც ვერ ვუწოდებთ - მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი.

 

ხუან მარტინ დელ-პოტროს უყვარს ამერიკის ღია პირველობა და პირიქით. დიდ სლემებზე, ის საუკეთესო შედეგს ყოველთვის ნიუ ორკში აჩვენებს და სპეციალისტების ვარაუდითაც 2019 წელს წარმატების ყველაზე დიდი შანსი სწორედ US Open-ზე ექნება.

 

 

 

მარინ ჩილიჩი

 

ხორვატი ჩოგბურთელი ბოლო დროს საუკეთესო ფორმაში ვერ არის. შეიძლება ითქვას, რომ 2018 წელს, ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ფედერერთან წაგების შემდეგ ის შესაფერის დონეზე ვეღარ გამოიყურება.

 

ამის მიუხედავად, საჩოგბურთო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მისი თამაში ბალახის საფარს კარგად ერწყმება და უიმბლდონზეც ჩილიჩს ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად განიხილავენ.

 

 

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.