ლუკაკუს ნაცვლად დიბალა ან იკარდი

მანჩესტერ იუნაიტედის მესვეურები ორ ფეხბურთელთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს. The Mirror-ის ინფორმაციით, ბრიტანელებს პაულო დიბალაზე და მაურო იკარდიზე აქვთ თვალი დადგმული. აქვე გეტყვით, რომ ინგლისური გრანდი ორივე მათგანს რომელუ ლუკაკუს შემცვლელად განიხილავს.

 

არახალია, რომ ბელგიელის საქმეები მანჩესტერში მთლად კარგად ვერ მიდის. გულშმატკივრებიც და გუნდის მესვეურებიც მისგან აშკარად მეტს ელოდნენ, თუმცა ფაქტია ბელგიელი ფორმაში ვერაა. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მან 23 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 8 გოლი გაიტანა.

წითელი ეშმაკების მესვეურები მზად არიან 25 წლის ფეხბურთელს ზაფხულში 75 მილიონ ფუნტად შეელიონ. აქვე გეტყვით, რომ ლუკაკუ ევერტონიდან მანჩესტერში 2017 წლის ზაფხულში სწორედ ამ თანხის სანაცვლოდ გადავიდა.

რაც შეეხებათ ფეხბურთელებს, აშკარაა, რომ იკარდისა და ინტერს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბა. ნერაძურიმ ფეხბურთელს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა და სამირ ჰანდანოვიჩს გადაულოცა. გარდა ამისა გუნდიდან წასვლა თავად ფეხბურთელსაც სურს.

რაც შეეხება იკარდის, აშკარაა, რომ მას შემდეგ, რაც იუვენტუსში კრიშტიანუ რონალდუ გადავიდა, მისი როლი და სათამაშო დრო საგრძნობლად შემცირდა. ცნობილია, რომ მეათე ნომრის გაყიდვის წინააღმდეგი ბიანკონერიც არაა. იტალიელებს მოჰამედ სალაჰის შეძენა სურთ და ამისთვის შესაძლოა დიბალას გაყიდვა გახდეს საჭირო.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.