ღვთაებრივი ცხენისკუდა

რობერტო ბაჯო იუბილარია. 18 თებერვალს მას 52 წელი შეუსრულდა

ოთხმოცდაათიანების თბილისში ბევრ სუსტი სქესის წარმომადგენელს შეხვდებოდით, რომლებსაც ფეხბურთისადმი სრულიად ინდეფერენტული დამოკიდებულება ჰქონდათ, მაგრამ იტალიის ნაკრებს ქომაგობდნენ და რობერტო ბაჯოზე აფანატებდნენ.

 

რობერტო ბაჯო - ყველა დროის  გამორჩეული ვარსკვლავი, რომელსაც მთელი კარიერის მანძილზე ტრავმები სტანჯავდა, მაგრამ მაინც მოახერხა გამხდარიყო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი. ის გუნდის ქარიზმატული ლიდერი გახლდათ.


 

რობერტო ბაჯო იმ უდიდეს ფეხბურთელთა რიცხვს განეკუთვნება, რომელიც ოქროს ბუცის მფლობელიც გახდა, მაგრამ კარიერა ისე დაასრულა სანაკრებო დონეზე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობა რომ არ ეღირსა, თუმცა...

 

რობერტო ბაჯოს სახელის ხსენებაზე, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს თვალწინ ალბათ 1994 წელი და მუნდიალის ფინალში აცილებული პენალტი წარმოუდგება. „1994 წლის მუნდიალის ფინალი კუბოს ფიცრამდე მემახსოვრება. ის გამორბენი და ერთი დარტყმა არასოდეს დამავიწყდება. ეს ის ჭრილობაა, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გაიხსნას“ - იტყვის წლების შემდეგ რობერტო ბაჯო ანუ როგორც მას გულშემატკივრებმა შეარქვეს „ღვთაებრივი ცხენისკუდა“.


 

ორი წლის წინ, 18 თებერვალს მას ელიტარულ წვეულებას ჰპირდებოდნენ, ე.წ. „სელებრითებით“ და „ფეისებით“,  როდესაც ნახევარი საუკუნისა მოიყარა, თუმცა ბაჯომ უარი თქვა და ოჯახთან ერთად ამატრიჩეში წავიდა. ,,სახლიდან ვერ იტყვი, თუ რა ტრაგედია დატრიალდა სინამდვილეში" - უთხრა რობერტო ბაჯომ კორესპონდენტს, რომელიც დაინტერესდა თუ რატომ შეხვდა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა თავის 50 წლის იუბილეს მიწისძვრით დაზარალებულ ამატრიჩეში. „აქ ოჯახთან ერთად ჩამოვედი. მინდოდა, საშინელი სინამდვილე საკუთარი თვალით გვენახა“ - დაამატა მან.


 

რობერტო ბაჯომ იტალიის ეროვნულ ნაკრებში ჯამში 56 მატჩი გამართა და 27 გოლი გაიტანა. ყველაზე დიდ წარმატებას კი იუვენტუსში თამაშისას მიაღწია. 1993 წელს ის ოქროს ბურთის მფლობელიც გახდა. ბაჯოს მთელი კარიერის მანძილზე ტრავმები სტანჯავდა, თუმცა მან მაინც მოახერხა გამხდარიყო მსოფლოს საუკეთესო თავდამსხმელი და საკუთარი გვარი ჩაწერა ყველაზე შემოქმედებით და ფანტაზიორ ფეხბურთელებს შორის.

 

რობერტო ბაჯო იუბილარია. 18 თებერვალს მას 52 წელი შეუსრულდა.

 





მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.