ძიუდოდან ბრძოლა წესების გარეშეში

მან აქტიური ვარჯიში თბილისში დაიწყო და წარმატებებიც მალე მოვიდა

ის ესტონეთში ცხოვრობს და საბრძოლო ხელოვნებას კევინ რენოს სახელობის აკადემიაში ეუფლება. ქართველ სპორტსმენზე, ვახტანგ ჭუმბირიძეზე მოგახსენებთ, რომელმაც ახლახანს ტალინში MMA ეგიდით გამართულ ორთაბრძოლაში ლატვიელი ვიაჩესლავ ტალე გალახა და გამარჯვება მოიპოვა.

 

თავდაპირველად ჩვენებური მებრძოლი ლიტველ სპორტსმენს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა მეტოქე ბოლოსკენ შეეცვალა და ამის შესახებ მან მხოლოდ წინა დღით, აწონვის დროს შეიტყო. ასეთ დროს, ყოველთვის რთულია გადაწყობა და ახალი მოწინააღმდეგის შესწავლა, მაგრამ ვახტანგ ჭუმბურუძემ ეს მშვენივრად მოახერხა და გამარჯვების შემდეგ მხრებზე საქართველოს დროშაც შემოიხვია.

 

 

ჭუმბურიძე ბავშვობიდან ძიუდოს სექციაში დადიოდა, სანამ ძმამ მას რინგზე ჩხუბი არ შესთავაზა. მაშინ ის 16 წლის იყო. ახლა უკვე ჩამოყალიბებული და პროფესიონალი მებრძოლი, 2015 წელს მიხვდა, რომ მომავალი კარიერა სწორედ MMA-ისთვის ანუ ბრძოლა წესების გარეშესთვის უნდა მიეძღვნა. მან აქტიური ვარჯიში თბილისში გიორგი კაბულაშვილთან დაიწყო და წარმატებებიც მალე მოვიდა.

 

 

საქართველოში ეს სპორტის სახეობა არც ისე პოპულარულია. ამიტომაც ჭუმბურიძემ უცხოეთში წასვლა გადაწყვიტა. ესტონეთში ის მეგობართან სტუმრად ჩავიდა როგორც ტურისტი და გაჩნდა შანსი კევინ რენოს აკადემიაში დაეწყო ვარჯიში. მას ბევრი არც უყოყმანია.

 

 

„ეს უკვე ჩემი ცხოვრებაა. რინგზე თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. დამწყებ სპორტსმენებს კი მინდა ვურჩიო - იშრომეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ იარეთ და ყველაფერი გამოგივად. შეუძლებელი არაფერია. არასოდეს დანებდეთ“ - ამბობს ვახტანგ ჭუმბურიძე.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.