კაპელომ რონალდუს აწყენინა

იტალიელი სპეციალისტის ქება-დიდება მესის

ფაბიო კაპელოს ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. ემოციური და ექსტრავაგანტული იტალიელი სპეციალისტი ხანგრძლივი სამწვრთნელო მუშაობის მანძილზე არაერთ სახელოვან გუნდს წრთვნიდა. კაპელოს სანაკრებო დონეზე მუშაობის საკმაო გამოცდილებაც აქვს, თუმცა ახლა ის უკვე პენსიაზეა.

 

ფაბიო კაპელო ლეო მესის ნიჭით და საფეხბურთო აზროვნებით აღფრთოვანებას ვერ ფარავს. ეს გასაკვირი ნამდვილად არ უნდა იყოს, რადგან არგენტინელი ფეხბურთელით მილიონობით ადამიანია მოხიბლული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ის ხომ ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელია.

 

 

მოკლედ, კაპელომ მესი აქო და ადიდა, რაც გვეეჭვება ტურინში მცხოვრებ პორტუგალიელ ვარსკვლავს დიდად მოსწონებოდა.

 

„მესი ფეხბურთელი კი არა გენიოსია. ის ერთადერთი გენიოსია დღევანდელ მსოფლიო ფეხბურთში. დიახ, ის ნაკრებთან ერთად ტიტულებს ვერ იგებს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მარტო ამის გაკეთება წარმოუდგენელია“ - ამბობს კაპელო.

 

მიმდინარე სეზონში მესის უკვე 22 გატანილი გოლი დაუგროვდა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.