პროგნოზი: შალკე-სიტი 

პროგნოზი: შალკე-სიტი 

შალკე-სიტი 

დრო: 20 თებერვალი, ოთხშაბათი, 23:59 საათი

მსაჯი: კარლოს დელ სერო (ესპანეთი)

 

სატურნირო მდგომარეობა

ჩემპიონთა ლიგა

შალკე ერთ-ერთ ყველაზე დაბალკონკურენტუნარიან ჯგუფში მოხვდა, სადაც 11 ქულა მოაგროვა და მხოლოდ პირველადგილოსან პორტუს ჩამორჩა. გელზენკირხენელებმა გოლების ძალიან დაბალი ბალანსი - 6:4 აჩვენეს. გერმანიის ვიცე-ჩემპიონმა 3 მატჩი მოიგო, 2 კი ფრედ დაასრულა. 

 

მანჩესტერ სიტიმ ჯგუფური ეტაპი მარტივად გაიარა. მიუხედავად პირველ ტურში ლიონთან მარცხისა, ქალაქელებმა 4 შეხვედრა მოიგეს, 1 ფრეც გააგორეს და 13 ქულით F ჯგუფი ლიდერის პოზიციიდან დაასრულეს. სიტიმ 16 გოლი გაიტანა და 10-ით ნაკლები მიიღო. 

 

შიდა ჩემპიონატები

შალკე, ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებას სერიოზულად მოეკიდა და ამიტომ სეზონის პირველ ნახევარში ბუნდესლიგას შესაბამისი ყურადღება ვერ დაუთმო. შედეგად, დომენიკო ტედესკოს გუნდს გერმანიის ჩემპიონატში 23 ქულით მე-14 ადგილი უკავია და ევროზონაში მოხვედრის ამოცანა რთულად ესახება. ბურთების შეფარდება - 25:32. გუნდი ასევე გერმანიის თასის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ ვერდერ ბრემენი ერგო.

 

საშინაო არენაზე, მანჩესტერ სიტიმ სეზონის პირველი ნახევარი რამდენიმე ჩაგდებული მატჩით დაასრულა, თუმცა ახალი წლიდან მთავარ ფავორიტ ლივერპულს აჯობა, ლონდონის ჩელსის სრულფასოვანი რევანში აუღო და 6:0 გაანადგურა, 65 ქულა მოაგროვა და ინგლისის ჩემპიონატს სათავეში მოექცა. პრემიერლიგის მოქმედ გამარჯვებულს, მერსისაიდელებზე ერთით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა ურთიერთშეხვედრებისა და გატანილ/გაშვებული გოლების ბალანსში - 74:20 (საუკეთესო შედეგი, ყველაზე მეტი გატანილი ევროპაში) უპირატესობა აქვს. სიტი ასპარეზობას ქვეყნის შიგნით ყველა ტურნირზე განაგრძობს. პეპ გვარდიოლას გუნდმა ლიგის თასის ფინალში გააღწია, სადაც ჩელსის დაუპირისპირდება და ზედიზედ მეორე ტიტულის მოპოვებას შეეცდება. გარდა ამისა, სიტიმ საგზური ასოციაციის თასის ¼-ფინალშიც მოიპოვა. 

 

სათამაშო ფორმა

შალკეს ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 2 აქვს მოგებული. შინ გუნდს ბოლო სამ მატჩში ერთი მოგება აქვს.

 

შალკეს ბოლო 10 მატჩიდან 8-ში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

 

ჩემპიონთა ლიგაში შალკეს ბოლო 6 მატჩიდან 5-ში მინიმუმ 3 გოლი გავიდა. 

 

შალკემ ბოლო შეხვედრა 16 თებერვალს, ბუნდესლიგაში, შინ, ფრაიბურგთან გამართა და ფრედ - 0:0 დაასრულა.

 

სიტი შესანიშნავ ფორმაშია - გუნდმა ყველა ტურნირზე ბოლო 13 მატჩიდან 12 მოიგო (მარცხი ნიუკასლთან პრემიერლიგაში), აქედან 8-ში კი კარი მშრალად შეინახა.

 

ქალაქელებს სტუმრად ბოლო 6 მატჩიდან 5 მოგებული აქვთ (მარცხი ნიუკასლთან პრემიერლიგაში).

 

ჩემპიონთა ლიგაში სიტის ბოლო 11 შეხვედრაში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.

 

პეპ გვარდიოლას გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში ბოლო ხუთ მატჩში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

 

სიტის ამ ტურნირზე 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

 

სიტიმ ბოლო მატჩი 16 თებერვალს, ნიუპორტის წინააღმდეგ, ინგლისის ასოციაციის თასზე გამართა და 4:1 იმარჯვა. 

 

 

ურთიერთშეხვედრები

გუნდები ერთმანეთს ერთადერთხელ, 2008 წელს შეხვდნენ, როცა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სიტიმ - 2:0 მოიგო.

 

სავარაუდო შემადგენლობა

შალკე: ფარმანი (მეკარე); ოშიპკა, ნასტაშიჩი, სანე, კალიგური (მცველები); რუდი, ბენთალები, (ნახევარმცველები); კონოპლიანკა, მაკკენი, უთი, (შემტევი ნახევარმცველები); ბურგსტალერი (თავდამსხმელი). (4-2-3-1).

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა (ესპანეთი).

 

ბაიერნი: ედერსონი (მეკარე); ვოლკერი, ოტამენდი, ლაპორტი, ზინჩენკო (მცველები); დე ბრუინი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა (ნახევარმცველები); ბერნარდო სილვა, აგუერო, სტერლინგი (თავდამსხმელი). (4-3-3).

მთავარი მწვრთნელი: დომენიკო ტედესკო (გერმანია).

 

პროგნოზი

იმ ბრწყინვალე ფორმის გათვალისწინებით, რომელშიც მანჩესტერ სიტი იმყოფება, ქალაქელებმა შალკეს აუცილებლად უნდა მოუგონ, თუმცა საშინაო კედლებისა და გულშემატკივრის მხარდაჭერის ხარჯზე გერმანელები როგორც მინიმუმ გოლის გატანას და განმეორებითი შეხვედრისთვის ინტრიგის შენარჩუნებას შეეცდებიან.

 

სიტი მოიგებს @1.29

გოლს ორივე გუნდი გაიტანს @2.05

მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავა @1.56 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.