ესპანეთის სუპერთასი სახეს იცვლის

ტურნირი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიმართება

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ სუპერთასის ფორმატი შეცვალა. ამიერიდან, უფრო სწორად მომავალი სეზონიდან მისი გამარჯვებული ოთხთა ფინალის შედეგად გამოვლინდება. 

 

პოპულარული Marca წერს, რომ მინი ტურნირში, რომელიც სეზონის დაწყებამდე ჩატარდება მონაწილეობას ლა-ლიგაში პირველ-მეორე ადგილებზე გასული და სამეფო თასის ფინალისტი გუნდები მიიღებენ. ახალი ფორმატის მიხედვით წილისწყრის შედეგად დადგინდება ნახევარფინალური წყვილები და მათი გამარჯვებულები ფინალში ქვეყნის სუპერთასს შეეცილებიან. მატჩი მესამე ადგილისთვის არ გაიმართება.

 

ნიშანდობლივია, რომ ტურნირი რომელიმე ერთ ქალაქში, ესპანეთის ფარგლებს გარეთ შედგება.

 

სუპერთასის გათამაშების ახალ ფორმატს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე აპრილში დაამტკიცებენ




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.