ჩელსიმ აზარის შემცვლელი იტალიაში ნახა

ჩენგიზ იუნდერმა შესაძლოა რომა დატოვოს და კარიერა ინგლისში გააგრძელოს. The Sun-ის ცნობით, მისი გადაბირება ლონდონის ჩელსის სურს. აღნიშნულ წყაროს ცნობით, ბრიტანელები იუნდერს ედენ აზარის შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც დიდი ალბათობით მალე რეალში გადავა.

 

იუნდერი თურქული ალტინორდუს აღზდილია. 2016-17 წლების სეზონი მან ბაშაქშექირში გაატარა, რის შემდეგაც რომას მიაშურა და დღეს გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მიმდინარე სეზონში იუნდერმა 25 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 6 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

 

რაც შეეხება ჩელსის, ფაქტია ბოლო დროს გუნდის საქმეები არცთუ ისე კარგად მიდის. ამ მომენტისთვის ლონდონელებს 50 ქულა აქვთ და მეექვსე ადგილზე არიან. ევროპის ლიგის პლეიოფში არისტოკრატთა მეტოქე მალმიო გახლავთ. ამ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება შვედეთში გაიმართა და 1:2 დასრულდა, განმეორებითი მატჩი კი 22 თებერვალსაა ჩანიშნული.