სარის რომი ელის

იტალიური ლა რეპუბლიკას ცნობით, რომამ ჩელსიში ათვალწუნებულ მაურიციო სარის სამსახური შესთავაზა. მწვრთნელი თუ ახალ წინადადებას დათანხმდა, რომაელები გუნდის საჭეს მას მომავალი სეზონიდან ჩააბარებენ.

ითქვა, რომ ლონდონიდან ასაბარგებლად გამზადებულ მწვრთნელს უკვე ორჯერ დაუკავშირდა რომას პრეზიდენტის თანაშემწე ჯეიმს პალოტტი, რომელის ახლობელმაც ისიც დასძინა, რომ სეზონის ბოლოს რომადან არა მხოლოდ მწვრთნელი ეუსებიო დე ფრანჩესკო დატოვებს, მას სპორტულ დირექტორ მონჩისაც მიაყოლებენ.

ადრეც ითქვა, რომ ჩელსიში სარის დარჩენა - გათავისუფლების საკითხი უახლოეს ორ თამაშზე იქნება დამოკიდებული, ამათგან ერთს კი ლონდონური კლუბი დღეს, ევროპა ლიგის პლეი ოფში შვედურ მალმიოსთან გამართავს.